ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა.
გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ
ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით. საბოლოო ჯამში, ვებგვერდზე წარმოდგენილია 100-მდე გამოცდილებით საჩუქარს - შთაბეჭდილებას იპოვით 20-მდე კატეგორიიდან. მათ შორის: სპორტი და ექსტრემალური აქტივობები, სილამაზე და თავის მოვლა, შემოქმედება, თვითგანვითარება, გასტრონომია და სხვ.
საჩუქრების შეძენა შესაძლებელია ვაუჩერის სახით, ხოლო ციფრულ ვერსიას ამჯობინებთ თუ სასაჩუქრე შეფუთვას, უკვე თქვენი არჩევანია. ციფრული ვაუჩერი რამდენიმე წუთში აისახება ადრესატის ელ. ფოსტაზე. სასაჩუქრე შეფუთვის შეძენისას კი, შეგიძლიათ თავად გაიტანოთ შენაძენი yolo-ს ოფისიდან ან გააფორმოთ მიტანის სერვისი.
YOLO განაგრძობს ციფრულ განვითარებას და მომავალში მომხმარებლებს
არაერთ სიახლეს შესთავაზებს. “YOLO-ში სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ვებგვერდზე მცირე განახლებები მუდმივად მიმდინარეობს. რაც შეეხება მასშტაბურ ცვლილებებს, საიტის შემდგომ რელიზში აფიშის მიმართულება განახლდება. კერძოდ კი დაგეგმილია ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის “პირადი კაბინეტის” ინტეგრაცია სრული მარკეტინგული და ანალიტიკური ხელსაწყოებით, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს” - ამბობს ანი სანაია, კომპანია YOLO-ს PR და მარკეტინგის მენეჯერი.