მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს - 02 დეკემბერი 2024

Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592.

"აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგიძლიათ გაეცნოთ განახლებად მონაცემებს: https://shorturl.at/oNhRl

- სახელმწიფოს წარმომადგენლები აქციის დაშლისას სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ - დაშავებულია არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი

გასული დღეების განმავლობაში, 2024 წლის 28,  29, 30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართლად გაუსწორდნენ არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს. სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, დევნიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის გამო და  ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

1. გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანი სპეცრაზმელი თავს დაესხა გურამ როგავას, რომელიც ახორციელებდა  ჟურნალისტური საქმიანობას, თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;

2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა. მიყენებული დაზიანების გამო გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში;

3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — დავით ცაგარელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი, რომელმაც ჟურნალისტს მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;

4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — მარიამ ნიკურაძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას რა დროსაც მის მიმართ მიზანმიმართულად გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.  დაუზიანდა კამერა;

5. ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;

6. დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;

7. გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი”  - გიორგი შეწირული რამდენიმე სპეცრაზმელმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდენენ. 

8. ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო დახმარება.

9. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— ნიკო კოკაია სპეცრაზმელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა, მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შეასხა. ოპერატორს დასჭირდა სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება, რადგან ვერ გადაადგილდებოდა.

10.გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” —პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

11.ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — ნათია ამირანაშვილს სპეცრაზმის წარმომადგენელმა არ მისცა გადაღების საშუალება, ცდილობდა ფეხის დარტყმით დაემტვრია ძირს დავარდნილი მობილური ტელეფონი.

12. გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციამ “პროექტ 64-ის” რედაქტორს, გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა, პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.

13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — ჟურნალისტს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;

14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;

15. დეა მამისეიშვილი,  “მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გაშუქებისას;

16. გიორგი გოგინაშვილი,  “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გაშუქებისას;

17. იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარტყეს წიხლი;

18. მინდია გაბაძე -  ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;

19. ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმელების გადაღების დროს;

20. ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალის  სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და დაშავდა წიწაკის სპრეისგან, არაერთხელ;

განახლება 1:

21. ქეთა ციცქიშვილი, “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორს - ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს სიტყვიერი შეურცახყოფა;

22. დავით კობიძე, “მთავარი არხი” - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

23. ლუკა ბაჩილავა “მთავარი არხი” - ოპერატორს ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

24. გიორგი კვიჟინაძე, “ფორმულა” - არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

25. თედო ქვაჩახია “ფორმულა” - ოპერატორს ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში;

26. ხატია სამხარაძე, “ფორმულა” - დაშავდა წიწაკის სპრეით;

27.ბასტი მგალობლიშვილი, “პუბლიკა” - მას მუშაობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მას რამდენჯერმე კრეს და დაარტყეს ხელი;

28. სალომე ჩადუნელი, “რადიო თავისუფლება” - დაშავდა აქციის გაშუქებისას, ქაშვეთთან. ფეხი აქვს ნაღრძობი;

29. ილია რატიანი “რადიო თავისუფლება” - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

30. ზუკა ხიდაშელი, “რადიო თავისუფლება” - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

31. გიორგი ბარამიძე, „სტუდია მონიტორი“ ოპერატორი - პოლიციამ წიხლი ჩაარტყა;

32. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი - დაშავდა წყლის ჭავლით. 

33. ნინო ლორჩოშვილი, „აჭარის ტელევიზია და რადიო”, ჟურნალისტი - დაშავდა აქციის გაშუქებისას; 

34. ტბელ აბუსერიძე, ფოტოგრაფი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. 

35. გერმანელი ჟურნალისტი -  დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ფოტოში ჩანს, რომ მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

განახლება 2:

36. მარიამ გაფრინდაშვილი - “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მძიმედ დაშავდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა.  კადრებში, რომლის გადაღებაც "ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა. ჟურნალისტს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მარიამ გაფრინდაშვილი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში;

37. პაპუნა ხაჩიძე - “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორს არ მიეცა მუშაობის შესაძლებლობა რუსთაველის გამზირზე. ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას; 

38. აკა ზარქუა, RealPolitika • რეალპოლიტიკას რედაქტორი 10-მა სპეცრაზმელმა ცემა, მიაყენეს შეურაცხყოფა, აიძულებდნენ საკუთარი პრესკარტა შეეჭამა, ხოლო ბოლოს, ჩანთა გაუხსნეს, საიდანაც სათვალე და აირწინაღი მოპარეს;

39. ანა მსხალაძე ონალინგამოცემა “პუბლიკას“ ჟურნალისტი. სპეცრაზმელმა ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა და ტელეფონი წაართვა. ანა მსხალაძე ამბობს, რომ ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. ანა მსხალაძეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. დაკარგულია მისი ტელეფონი, რომლითაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა:

40. გიორგი გამგებელი, ფოტოგრაფი - პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეშიდაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა; 

41. გიორგი კვიჟინაძე - “ფორმულას” ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს;

42. ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა თამარ თედიაშვილმაპირდაპირი ჩართვისას თქვა. ჟურნალისტმა აღნიშნა ისიც, რომ აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და პოლიციის მანქანაში ჩატენა ფოტოგრაფი. 

განახლება 3:

1 დეკემბერს ღამით აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა: 

43. გიორგი შეწირული “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი 2024 წლის 01 დეკემბერს ღამის საათებში რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების კიდევ ერთხელ დაშავდა სპეც დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც მოყვა დაპირისპირება. ტელეკომპანია პირველის კამერამ დააფიქსირა ორ მამაკაცს როგორ გადაჰყავს დაშავებული ოპერატორი სასწრაფო სამედიცინო მანქანისკენ დახმარების აღმოსაჩენად;

44. ირაკლი გედენიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ფოტორეპორტიორს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა და მუშაობა გააგრძელა;

45. გურანდა ბილიხოძე - POSTV-ს ჟურნალისტი, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მხრიდან გასროლილი გაზის კაფსულა მოხვდა. 

46. აქციის გადაღებისას დაშავდა ტელეკომპანია „ფორმულას" ოპერატორი. ამის შესახებ „მთავარი არხის" ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში თქვა. 

47. ბექა ბერაძე - ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი, ის სპეცრაზმმა 1 დეკემბერს ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა. ის ახლა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია. პროდიუსერი უკვე მოინახულა “მედიაომბუდსმენის” იურისტმა ჯანო ჭკადუამ. იურისტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ ბექა ბერაძე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი იყო, მის მიმართ უფრო აგრესიულები გახდნენ. ის ჯერ  ცემეს, ხოლო შემდეგ სხვა დაკავებულებთან ერთად შეაგდეს მინივენში, სადაც მას კიდევ ერთი საათის განმავლობაში ცემდნენ. პოლიცია ბექა ბერაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. “რადიო თავისუფლებას” აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი  პოლიციელებს ეკითხება, თუ კონკრეტულად რაში არ დაემორჩილა მათ. “რადიო თავისუფლება” თანამშრომელს ღამის 3:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

48. ნიკოლოზ თაბუკაშვილი, ფოტოგრაფი - ამჟამად ზესტაფონშია გადაყვანილი.

განახლება 4:

49.  ნიკოლოზ კოკაია და მარიამ მაკასარაშვილი - 2024 წლის 02 დეკემბერს ღამის საათებში რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კიდევ ერთხელ დაშავდა „ტელეკომპანია პირველი“ ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია და ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი. სპეც დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. გადამღებ ჯგუფს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები თავდასხმის მიზნით აეკიდნენ და ხელი შუშალეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფი გახდა სამიზნე ობიექტი მას შემდეგ რაც სპეცდანიშნულების რაზმმა დაინახა რომ ისინი იღებდნენ განვითარებულ ძალადობრივ მოქმედებებს. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლების წინააღმდეგ უკანონოდ გამოიყენეს დიდი რაოდენობით გაზი, რის გამოც სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო;

50. გიორგი ნერგაძე  "რუსთავი 2-ის" ოპერატორს საქმიანობის შეწყვეტა მოუწია. როგორც მაუწყებელი აცხადებს, მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა და პირველადი დახმარება დასჭირდა;

51.თამთა ჩიტიშვილი - "რუსთვის 2-ის" ჟურნალისტი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება;

52.OC Media წარმომადგენელს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს კიდევ ერთხელ შეუშალეს ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ჟურნალისტის დაკავების მცდელობისას დაუზიანეს ფოტოკამერა.

თითოეულ ფაქტთან, დაკავშირებით მივმართეთ “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, რომელსაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება; 

საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი)  და დევნის  (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია;

აწარმოოს ეფექტიანი და დროული გამოძიება;

ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანოს სხვა დაზარალებულების საქმეებთან. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია