მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს-მ აქციებზე ჯამში 224 ადამიანი დააკავა - 02 დეკემბერი 2024

ბოლო რამდენიმე დღეში, საპროტესტო აქციებიდან შსს-მ ჯამში 224 პირი დააკავა - ყველა მათგანს წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან:

"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებული პირების შესახებ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი.

დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ.

დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა;

34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა;

4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.

დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება.

როგორც ცნობილია, დღესაც, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება." აცხადებს შსს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია