მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ - 08 ოქტომბერი 2025

ქართველმა ერმა ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახის და უსაქმურობის, თავის მონური რეაქციებისა და სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს:

ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?

შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისაკენ, ასაშენებელი თავისუფლებისაკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილიდან დაიბადება ენერგია ფერისცვალებისა...

სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ვიღაც ყოველდღე ეუბნებოდეს თავის ხალხს: მოისურვე ბელადი? ფრთხილად, იცოდე, ესაა მონობა“ - მერაბ მამარდაშვილი

* * *

ბნელ 90-იანებშიდაზიანებული ფეხით მეცხრე საავადმყოფოში გადავედი. გაყინულ კორპუსში აკანკალებულმა მორიგე ექიმმა ფეხიდენიკინისდროინდელ კოიკაზეშემადგმევინა და ლამფის შუქზე დამიმუშავა. ერთი კვირა გადახვევებზე დავდიოდი, როცა შუქი არც იქ და არც ჩვენთან, ვაკის სტუდქალაქში არ მოსულა. დაღამების მერე ქუჩის განათების ბოძზე ვძვრებოდით და რამდენიმესაათიან სინათლეს დიდი რისკის ფასად ვიპარავდით.

ახლა სექტემბერში, იქვეხეჩინაშვილის კლინიკაშიგეგმური ოპერაცია გავიკეთე. სამი დღის განმავლობაში არც შუქი ჩამქრალა და ექიმ-ექთნები ხომ თავზე მევლებოდნენ. მეოთხე სართულის ქირურგიულში მარტო შევედი და გამოვედი სამხედრო ზურგჩანთა აკიდებული. მორიგე ექთნებმა ჩურჩულით გამომაყოლეს - ნეტავ ყველას ასეთი გული ჰქონდესო. გავიგონე და ცოტა არ იყოს შემრცხვა, მინდოდა შევბრუნებულიყავი და ჩემი ძველი გამოცდილება მომეყოლა, მაინც არ დამიჯერებდნენ. 

90-იანების ბოლოს, საგურამოს სამხედრო ბაზაზე როგორღაცმაშველთა კორპუსისთათბირს ვესწრებოდი. ენით აღუწერელი ლანძღვა-გინების თანხლებით იწყებოდა, ასეთივედაუნდობელრეჟიმში მთავრდებოდა. ომების შედეგად გათითოკაცებული ქვეყნის გზააბნეული შვილებიმოკლე ხანშიერთ-ერთი ისტორიული კუთხის ძალით დაბრუნებას ვაპირებდით. ცოტა ხანში მცხეთის პოლიციამ გზის ფული მოგვცა და სახლებში გამოგვყარა.

2019 წელს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის აქტიურ რეზერვში ოფიცრად სამსახური დავიწყე. მცხეთის სამხედრო ბაზაზე პირველივე მოწყობისას მეთაურმა გვთხოვა - ბიჭებო, მართალია სამხედრო სამსახურში ხართ, კარგი იქნება გინებისგან თავს თუ შეიკავებთო. ისევ 90-იანების ბოლო გამახსენდა, კინაღამპლაცზევეცრემლები წამომივიდა. ნატოს სტანდარტებით ოთხი წელი ვიმსახურე - უმაგრესი ფორმა მეცვა, ხოლო სასადილოში მხოლოდ ერთს ვცდილობდით ბიჭები, ამხელა არჩევანში რამენაირად ულუფა შეგვემცირებინა. 

2025 წელს ჩვენს უახლოეს სამეზობლოში (ზემოთ და ქვემოთ) უკვე კარგად ჩაცმულ-დახურულიპატრულიშინაარსით ისევ შარაგზის ყაჩაღია. უკანონობა-მექრთამეობაში ჩაფლული მთელი დღე-ღამე მოქალაქეებს დასდევს, რომ უფროსთან გასანაწილებელი თანხა მიიტანოს. ადამიანებს იმდენად ორგანულად ეზიზღებათ გაკრიალებულისამართალდამცველები“, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ქვეყნიდან გარბიან და მერე მთელი ცხოვრება მანტრასავით იმეორებენ - ჩვენი სამშობლოს მიწა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, დამარხვისთვის ვარგაო.

ჩვენი პატრული ჯერ კიდევ 2004 წლიდან მოქალაქეთა საჭიროებებზე მიმართულია, როცა 15 ათასამდე ღიპიანიგაიშნიკიქაღალდზე ერთი ხელმოწერის ოპერაციითდამსახურებულპენსიაზე გაუშვეს. თევზი თავიდან აღარ ყროლდებოდა, ჩამპალი ცნობიერების გადატრიალებით პატრული დატერორების ნაცვლად, ადამიანების დახმარებაზე გადაერთო. ის შემთხვევაა, როცა რადიკალურმა ჩარევამ, ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი სიმახინჯის მოკვეთამ კიდევ ერთხელ გაამართლა.

2006 წელს პოლიციის აკადემიაში სწავლისასადამიანის უფლებებშიყველაზე მაღალი, 97 ქულა მივიღე. კურსელები გაოცებული მიყურებდნენ, - ბიჭო, ასეთი რა დაწერეო. ისეთი არაფერი, უბრალოდ ახალ პოლიციაში სამუშოდ ადამიანების დასასჯელად კი არა, შეძლებისდაგვარად მათ დასაცავად მივდიოდი კანონის სახელით. მართალია, მისაღები გასაუბრებისას კითხვაზე - შენთვის კანონი უფრო მნიშვნელოვანია თუ სამართლიანობაო, პირველი ვუპასუხე (ასე იყო საჭირო), გულში საპირისპიროს ვფიქრობდი. ესეც საქვეყნო ცნობიერების შეცვლის მორიგი ნიმუში. 

პოლიციის განყოფილებაში დილის თათბირი იწყებოდა უფროსის თხოვნით - იცოდეთ კანონი არ დაარღვიოთ, ქრთამი არ აიღოთ, ბიჭებო, თორემ მე ვერაფრით დაგიცავთო. ხოლოვარდების რევოლუციამდეიგივე თათბირი იხსნებოდა შემდეგიდარიგებით“ - კაბინეტში რას ზიხართ, წადით ქვა იხალეთ თავში და ფული იშოვეთ-მომიტანეთ, აბა ისე აქ რა ჩემ ფეხებად მჭირდებითო. შედეგად მთელიგაძაღლებულიგანყოფილება რაიონის საძარცვავად გადიოდა, რათა საღამოს უფროსისთვისწილი ჩაებარებინადა მუშობა ამ გზით გაეგრძელებინა. ჰო, მანამდე ყველაზე მიყრუებულ რაიონში მუშაობის დასაწყებადზემოთმინიმუმ 2 000 დოლარი უნდა გადაგეხადა.

2025 წელს მეზობელ რესპუბლიკასკოვიდპანდემიისსაბაბით სახმელეთო საზღვარი ისევ ჩაკეტილი აქვს. სამაგიეროდ დღის განმავლობაში მარტო თბილისისკენ ოთხი სავსე საჰაერო რეისი სრულდება - ბილეთის ფასი მინიმუმ 150 ევროა (ბარგში ფულს ცალკე გართმევენ). მგზავრთა შეფასებით, ხუთი წლის განმავლობაში ვერაფრით ამოიყორა მმართველ კლანთან დაახლოებულბიზნესმენთაფაშვ-მუცელი. სახეზეა და ბოლო ხმაზე გაჰკივის საშინელი კორუფცია (სიდუხჭირე), ადამიანებისთვის იმის საშუალების არმიცემა სამკურნალოდ მაინც სხვაგან, თუნდაც საქართველოში წამოვიდნენ. გაცხადებულისტრატეგიული მეგობრობისმიუხედავად, ქართული მხარის არაერთ თხოვნაზე ყურებიც არ შეიბერტყეს. 

საქართველომ სახმელეთო საზღვრები წლების წინ, კოვიდპანდემიისცხელი ფაზისდასრულებისთანავე გახსნა. ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების აშკარა მიქარვების მიუხედავად, ჯერ კიდევ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, იაფი საჰაერო რეისები და .. სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო ყველაზე მეტად აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონ საინგილოში მცხოვრები ქართველები და ქვემო ქართლის აზერბაიჯანელები იტანჯებიან. ადამიანები ისე კვდებიან-გადაეგებიან, რომ სიდუხჭირის გამო მათი ოჯახის წევრები, შვილები-შვილიშვილები ბოლო გზაზე ვერ აცილებენ. ძირმომპალ დიქტატურას რად უნდა ღია საზღვრები, დემოკრატია, ევროკავშირი - ჯერ ფულით უნდა გაძღეს, დიდი ფულით.

2025 წლისთვის ჩვენს უახლოეს სამეზობლოში ყველა ოპოზიციონერიუცხოეთის დაქირავებულ აგენტადგამოაცხადეს, ქვეყნიდან გააძევეს ან ისე ჩაკეტეს საკუთარ სახლებში, პასპორტებიც აღარ აქვთ ქვეყნის დასატოვებლად, თავის საშველად. მეტიც, კუდში დევნა და დაჭრა-მკვლელობები, მათ შორის ევროპის ქალაქებში ლამის ყოველდღიურობა გახდა. შეგიძლიათ სამეზობლოს (ზემოთ და ქვემოთ) სტატისტიკა ნახოთ, რამდენი ოპოზიციონერი შეეწირა ამ საზარელ პროცესს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. 

2025 წლისთვის საქართველოს ხელისუფლებაც მყარად შედგა ამ არამ გზაზე - „უცხოური აგენტებისრუსული კანონი ხელმეორედ დანაგლურადშემოაგდო და მიიღო. ევროკავშირის გზიდან გადახვევის წინააღმდეგ მასობრივად ქუჩაში გამოსული პროტესტანტები ასევე პუტინისტური მეთოდებით სასტიკად დაარბია, ადამიანები დაასახიჩრა, გატეხილი ცხვირის ძგიდის აღდგენის ოპერაციები ლამის ყველაზე მოთხოვნადი გახდა. წამყვანი არასამთავრობო სექტორი, დამოუკიდებელი მედიაუცხოეთის აგენტადგამოცხადდა, დაფინანსება შეუწყდა, სახელისუფლებო () როლ-ბოტებსსაჯიჯგნადგადაეცა.

2025 წლის ბოლოსთვის უახლესი სამეზობლოს მსგავსად პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან გამომწყვდეული ან საზღვარგარეთ განდევნილი. ოპოზიციის ნაწილისმშვიდობიანი დამხობისაქცია დისკრედიტირებული, ხოლო რუსული ყაიდის რეპრესიების მორიგი ტალღა მოქმედებაშია. ევროკავშირთან ურთიერთობა ძლიერ დაზიანებულია, ხოლო ამ სივრცის ერთეულ პრორუს მმართველებს ქოცები დემონსტრაციულად ეკურკურებიან.

ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21- საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუსბორენკა-დოროგოისმიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით.

ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება?

* * * 

ეჰ, ქოცო, ქოცო!“

(გაგრძელება თავისუფალ ლექსად) 

 

ქოცო, ნუ სპობ ჩვენში თავისუფლებას,

ნუ კლავ სპეტაკ ახალგაზრდობას,

ნუ ამახინჯებ გენეტიკურ კოდს,

ოხრად დაგრჩება მცდელობა ოდეს!

 

ქოცო, ნუ ტენი ერს რუსულ კანონს,

პუტინისზაკონებსდაცხოვრების წესს“,

ნუ ასახიჩრებ ამაზე პროტესტანტს,

წყევლად შეგიჩნდება მცდელობა ოდეს!

 

ქოცო, ქართველს ნუ ამახინჯებ,

ცხვირ-ძგიდეს ნუ უტეხ შეგნებულად,

ცხვირსა და სახეს სული აღიდგენს,

შხამად შეგრჩება მცდელობა ოდეს!

 

ქოცო, ევროკავშირს ნუ გვაშორებ,

სიმწრის თავისუფლებას ნუ ჩამოგვართმევ,

უღირს მონობაში ნუ დააბრუნებ ერს,

ტანჯვად გექმნება მცდელობა ოდეს!

 

ქოცო, მუნდირს არმად ნუ გამოიყენებ,

პოლიციელსძაღლადნუ გადააქცევ,

დაგეშილს მოყვასს ნუ მიუქსევ,

მოგიბრუნდება მცდელობა ოდეს!

 

ქოცო, პროტესტს ციხეში ნუ გამოკეტავ,

ყველა დილეგს ორი კარი აქვს,

თავისუფლება ხომ ყველგან სუფევს,

ბუმერანგად გექცევა ოდეს!

 

ქოცო, „გამარჯვებითნუ იტრაბახებ,

არავის აურჩევიხარ (არასწორი) შენც კარგად იცი,

მოეშვი აღარვის სჯერა ფიცი-მტკიცი,

გაქრი, გადაშენდი ქართლიდან ოდეს!

 

ეჰ, ქოცო, ქოცო!

 

* * * 

გიორგი მეფარიძე  

ასევე იხილეთ: საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE