მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
წარმოუდგენელ მასშტაბს აღწევს ქვეყნის ძარცვა - რომან გოცირიძე - 02 ნოემბერი 2025

- ქართულო ოცნების 13-წლიანი მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური ოდენობა არის დაახლოებით 200 მილიარდი ლარი, აქედან 27 მილიარდი ლარი, ანუ 13 პროცენტი მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაიხარჯა. თუ როგორ გაიფლანგა ეს ფული (ძირითადად უცხოური კრედიტები), ამას ამ სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრების კამპანიაც მოწმობს. 

ამ ფულის 10 პროცენტი რომ მოეპარათ, ეს 2,7 მილიარდი ლარია. ერთი პროცენტი რომ მოეპარათ, ეს 270 მილიონი ლარია. ერთ პროცენტზე ესენი ხელს როგორ გაისვრიდნენ. კულტურის მინისტრმა 270 ათასი ლარი მივიღე კომპანიისგან, რომელმაც თბილისის მერიისგან კონცერტების ჩასატარებლად 2,7 მილონი ლარი მიიღოო. კონსულტანტი ვიყავი, თანაც დისტანციურადო ... 

ლობირებაში აუღია 10 პროცენტი. ამას ვერასდროს გავიგებდით, მინისტრი რომ არ გამხდარიყო და თავისი ძვირფასი ჩანთები დეკლარაციაში  არ შეეტანა. 

წარმოუდგენელ მასშტაბს აღწევს ქვეყნის ძარცვა. “ოცნების” კლანებს შორის ომმა და ივანიშვილის შურისძიებამ კიდევ უფრო გააშიშვლა ყველაფერი, - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქში".

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE