მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს - მამუკა ხაზარაძე - 03 ნოემბერი 2025

კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს. კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, სახელმწიფო როცა იღებს გადაწყვეტილებას რაიმე მიწის გასხვისებაზე, ის უნდა იქნეს გამოტანილი კონკურენტულ გარემოში აუქციონის წესით და მიწაზე უნდა დადგინდეს სამართლიანი კონკურენტული ფასი.

„მე და ჩემი თანაგუნდელები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ არათუ მიყიდვით, უბრალოდ გადაცემითაც საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, ორივე არაბულმა კომპანიამ გააკეთოს და თბილისში, კრწანისის ნაკრძალში მივიღოთ არაბული დასახლება, ისევე როგორც იმავე კომპანიის მიერ აშენებული დასახლება გონიოში. ეს ტერიტორია ისტორიულად ეკუთვნოდა საპატრიარქოს. კომუნისტების დროსაც კი არ ეხებოდნენ ამ მიწას. ეკლესიას გადაეცა უნიკალური ლანდშაფტი და ისტორიული ადგილი, სადაც მრავალი ჩვენი წინაპრის სისხლია დაღვრილი. წარმოუდგენლად მეჩვენება, განხორციელდეს ის პროექტი, რომელიც დაგვიანონსეს. რამდენიმე წელიწადში მივიღებთ უცხოურ დასახლებულ ქალაქს. გონიო და კრწანისის ტყე-პარკი ერთად 9 მილიონ კვადრატულ მეტრს მოიცავს. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო როდესაც იღებს გადაწყვეტილებას მიწის გასხვისების შესახებ, პროცესი უნდა წარიმართოს აუქციონის წესით, კონკურენტულ გარემოში და მიწაზე უნდა დადგინდეს სამართლიანი კონკურენტული ფასი.

„სახელმწიფოს არანაირი საქმე არ აქვს, შევიდეს კერძო კომპანიაში მონაწილეობით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აქედან არაფერს მიიღებს. მათ განაცხადეს, რომ ეს მიწა ღირს 600 მილიონი. კითხვა მაქვს,  რატომ არ ღირს 700 მილიონი, 800 მილიონი? ვინ დაადგინა ეს ფასი? ან რატომ არ ღირს მილიარდი, ან შეიძლება, საერთოდ შეუფასებელია? ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ მსგავსი გარიგება არ არსებობს, რადგან მთავარი დეველოპერულ ბიზნესში არის მიწის მფლობელობა. გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ამ პროექტს ჩვენ აუცილებლად გავაჩერებთ, საზოგადოება გააჩერებს, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE