მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროკომისია: „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“ - 06 ნოემბერი 2025

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს კურსის შეცვლის და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მტკიცე ნება“, ნათქვამია ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს მიღებულ ყოველწლიურ გაფართოების პაკეტში.

2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა შეაფერხა ქვეყნის სვლა ევროკავშირისკენ და დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების პროცესი. 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე,  2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.  მას მერე სიტუაცია კიდევ უფრო და მნიშვნელოვნად გაუარესდა, აცხადებს ევროკომისია. 

„საქართველოში აღინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობას სწრაფი ტემპებით ეცლება საფუძველი და ფუნდამენტური უფლებები მკვეთრად იზღუდება“, ვკითხულობთ პაკეტში, „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ფუნდამენტურ უფლებებს და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და მიზანში იღებს LGBTIQ თემის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების სრული დაუსჯელობა და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას შეეფერება“.

ამას გარდა, მნიშვნელოვანი უკუსვლა შეინიშნება იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში, რომელიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის რეკომენდაციად გასცა, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, აღნიშნა ევროკომისიამ. ინსტიტუტები, რომელთა მიზანიც კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა უნდა იყოს, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენება, რაც მათ სამართლიან მუშაობას ძირს უთხრის. ხელისუფლებას არ გადაუდგამს არავითარი ნაბიჯი მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.

ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაჭერა, რასაც ერთვის მმართველი პარტიის განცხადება, რომ მას განზრახული აქვს, აკრძალოს გარკვეული ოპოზიციური პარტიები და მათთან დაკავშირებული პირები, პირდაპირ უტევს დემოკრატიულ პლურალიზმს. 

ევროკომისია ასკვნის, რომ საქართველოს „კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE