მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არაბული პროექტი არის ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი, ეს არ არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში, წარმოებაში ან თუნდაც ტურიზმში - რომან გოცირიძე - 16 ნოემბერი 2025

ექსპრეტი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას ეხმაურება არაბულ ინვესტიციაზე. 

- რა გავიგეთ არაბული პროექტის შესახებ კობახიძის დღევანდელი განცხადებებიდან, რომელიც საიდუმლოა და არც აპირებენ გასაჯაროებას? მდგომარეობა იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე თავიდან გვეგონა. 

აშენდებაო 16 ათასი საცხოვრებელი სახლი ან ბინა. თითოში ორი ადამიანიც რომ ვიგულისხმოთ, ეს უკვე 32 ათასია. ეს არის ხაშურის, სამტრედიის ან სენაკის მოსახლეობაზე მეტი. აქედან, თუ არაბი ინვესტორის განცხადებიდან ვიმსჯელებთ,  20 ათასი იქნება უცხოელი. 

რიცხვები, რაც კობახიძემ მოიყვანა ფინანსური შემოსავლებისა და დასაქმების შესახებ, არის გაბერილი. არ ამბობენ, რამდენ წელიწადზეა გათვლილი ეს პროექტი. 

ეს პროექტი წარმოადგენს სულ მცირე ოცდაათწლიან დაუმთავრებელ სამშენებლო პოლიგონს. ამ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს სერბეთში მიმდინარე სამუშაოებთან მისი შედარება:

ბელგრადში ხდება 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება, მშენებლობის  ხანგრძლივობაა 30 წელიწადი, პროექტის ნახევარი მაინც უნდა დამთავრდეს 20 წლის განმავლობაში, მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 10 წლის განმავლობაში, თანაც დიდი ჩამორჩენით. გამოყოფილი მიწის ფართობია 175 ჰექტარი. 

თბილისში და ბათუმში ბელგრადთან შედარებით თითქმის ორჯეტ მეტი, 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, გამოყოფილი მიწის ფართობი არის ხუთჯერ მეტი, 850 ჰექტარი, თანაც ზღვის სანაპირო და ტყე-პარკი, ასაშენებელი ბინების და სხვა ობიექტების ფართობი არის რამდენჯერმე მეტი ბელგრადთან შედარებით. მშენებლობის რა პერიოდში რა მოცულობის ინვესტიცია უნდა იქნას ათვისებული,  არავინ ამბობს. ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის რისკებს. 

ფაქტობრივად, რამდენიმე ათეული წელიწადი ეს ტერიტორია გამოუყენებელი იქნება სხვა მიზნით და სხვა ინვესტორებისათვის. ეს, პირველ რიგში ეხება გონიოს. თბილისში, იმ ტერიტორიაზე სატელიტი ქალაქის მშენებლობა დაუშვებელია ეკოლოგიური და მრავალი სხვა მოსაზრებით. 

ნამახვანისა და “ინტერრაოს” საიდუმლო ხელშეკრულებებმა 500 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით  აზარალა ქვეყანა და სულ მალე მოგვიწევს მისი გადახდა ბიუჯეტიდან. ეს თანხა ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის ტოლფასია. 

რატომ არ დაიქირავა მთავრობამ საერთაშორისო საკონსულტაცია კომპანია ამ ხელშეკრულების მომზადების დროს? სად არის როტშილდების კომპანია, რომელიც ამ მიზნით იყო დაქირავებული? წაიღო ბიუჯეტიდან 10 მილიონო ლარი და გაქრა ისე, რომ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია, ერთი ფურცელიც კი არ იძებნება, მათ მიერ შესრულებულო სამუშაოს შესახებ. როგორც ჩანს, როტშილდებიც კორუფციული სქემებში ჰყავდათ ჩართული. ფული უშუალოდ პრმიერ-მინისტრის ( ღარიბაშვილის) სარეზერვო ფონდიდან იქნა გადახდილი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა პარლამენტიდან, ინფორმაცია არასდროს მოუწოდებიათ ამ ათი მილიონი ლარის ხარჯვის შესახებ. 

არაბული პროექტი არის ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი. ეს არ არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში, წარმოებაში ან თუნდაც ტურიზმში. ეს არის ბინათმშენებლობა, რომელიც არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება “სოლნეჩნაია გრუზიაში”.

არაბული სახელმწიფო ფონდი რომ არ შემოდის არც პირდაპირ და არც შვილობილი კომპანიის სახით და რომ რომ ეს თავიდანვე ბლეფი იყო, ამას უკვე ყველა მიხვდა, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას.

„ერთი მხრივ არავითარი „არაბიზაცია“, არავითარი მიწის გადაცემა უცხოტომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის გაანგარიშებისას; მეორე მხრივ, 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისსა და გონიოში, ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით, სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა მთავარია სიმართლე და, ვფიქრობ, ასეთ პირობებში ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დამტკიცდება.

„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა, უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით.

მინდა, შეგახსენოთ სამი წლის წინ გაშლილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია საქართველოს „რუსიფიკაციისა“ და ეროვნული უსაფრთხოების შერყევის შესახებ. მაშინ მოსახლეობას ვუთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დავპირდით, რომ არც საქართველოს „რუსიფიკაცია“ მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღეს, სამი წლის თავზე, ყველა ხედავს, რომ უცხოელი აგენტების ყალბ შფოთვას, რომლითაც მათ მაშინ საკმაოდ ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში, სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ხელისუფლებამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.

დღესაც ზუსტად იმავეს ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს“, – განაცხადა პრემიერმა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE