"გათბობა ჯერ არ ჩაურთავთ, ფანჯრებიც ისეა გაკეთებული, ჩვეულებრივად შემოდის ქარი და ცივი ჰაერი. ღრიჭოებია იმხელა. ჰოდა ცივა ძაან. სამ-სამი პლედით გვძინავს და ტანსაცმლით ვწვებით, ქუდებით. ირაკლი [ნადირაძე] განსაკუთრებით მცივანაა. მე კალათბურთს ვთამაშობ ხოლმე გასახურებლად. ეგრეა ყველა საკანში. ყინავენ პატიმრებს. ზაფხულში სიცხეში წვავდნენ. ამ გათბობას ასე რატომ ზოგავენ, არ ვიცი" - წერს პროდასავლურ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე TV პირველისთვის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
მოგვიანებით მის ამ წერილს გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და დაწერა: "დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა".
"მთავარი არხი"