მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის აკრძალვა ამორალურია, უსამართლოა - ირაკლი ფავლენიშვილი - 18 ნოემბერი 2025

ემიგრანტებს როდესაც უკრძალავ პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევას, ეს არის კონსტიტუციის მთავარი მუხლების დარღვევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ემიგრანტებს ქართულ ეკონომიკაში უდიდესი როლი აქვთ.

„ვიცით, რომ ქართულ ეკონომიკაში, სულ მცირე, 13% შედგება ემიგრანტების მიერ თავიანთი ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხებისგან. როდესაც ამ ადამიანებს უკრძალავ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით ჩარევას, ეს არის კონსტიტუციის მთავარი მუხლების დარღვევა. უსამართლოა, როდესაც ემიგრანტებს ეკონომიკაში ამხელა როლი უნდა ჰქონდეთ და პოლიტიკაში – არანაირი.

სამწუხაროდ, საქართველოში ყველას სანაცნობოსა თუ ოჯახში არსებობს ერთი წევრი მაინც, რომელიც ემიგრაციაშია ნამყოფი და იცის, თუ რაოდენ ძნელი აქ ჩამოსვლა. მით უმეტეს, აი, ახლა ამდენი ადამიანი რომ ერთდროულად უნდა ჩამოვიდეს ერთ კონკრეტულ დღეს, ეს ხომ წარმოუდგენელია, პრაქტიკაში განუხორციელებელი. კამერის მიღმა ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ არგუმენტს მოგიყვანს. ესაა იმ ადამიანებისთვის პოლიტიკაში საქმიანობისა და ხმის მიცემის აკრძალვა, რომელთაც ქართულ ეკონომიკაში აქვთ უდიდესი როლი. ძალიან ამორალური და უსამართლოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- უკიდურესად ამორალურია, როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოს და ოჯახებს მოწყვეტილები, თავისი შრომით ამ ქვეყნის სოციალური პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილს აგვარებენ, წაართვა მთავარი უფლება - აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მათი აზრით აასრულებს მათ ოცნებას და საკუთარ სახლში დააბრუნებს, - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არარეზიდენტი მოქალაქეები, ანუ უცხოეთში მყოფი პირები საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას  საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. პაპუაშვილის თქმით, შესაბამისი ცვლილებები ახალ „საარჩევნო კოდექსში“ შევა, რომელიც საქართველოს პარლამენტში 17 ნოემბერს დაინიცირდა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE