მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ უმალავს ე.წ. მთავრობა ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს, რომელიც 9 მილიონ კვ.მ ქართულ მიწას, დემოგრაფიას, ეკოლოგიას და ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის მომავალს ეხება?! - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 18 ნოემბერი 2025

ირაკლი კობახიძე არაბიზაციის ბუნდოვან პროექტს დღეს ანაკლიის პორტის პროექტს ადარებს, რაც სრულიად კომიკურია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეუძლებელია, ერთმანეთს შეადარო ანაკლიის პროექტი, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაშია ქართულ ეროვნულ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებთან და, მეორე მხრივ, კერძო დეველოპერთან გაფორმებული პროექტი, რომელიც სერიოზულ კითხვებს და რისკებს აჩენს ამავე ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით, მათ შორის ეკონომიკის, დემოგრაფიისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ანაკლიის შემთხვევაში ყველა ინვესტიცია, რომელიც შემოდიოდა, მტკიცდებოდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ცნობილი იყო ყველა დეტალი, მათ შორის დამფუძნებელიც, ინვესტიციაც და პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ქართული ეროვნული ინტერესისთვის.

არაბული პროექტის შემთხვევაში რა არის ცნობილი?- არაფერი! კონტრაქტი გასაიდუმლოებულია და არცერთ კრიტიკულ კითხვაზე საზოგადოებას არ აქვს პასუხი.

ასევე, ანაკლიის კონტრაქტი:

კონსორციუმმა ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად მოიგო 12 მონაწილეს შორის. რა ტენდერში გაიმარჯვეს არაბებმა? – არანაირში!

ანაკლიის ტენდერის პირობები ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. არაბულ მხარესთან დადებული კონტრაქტიდან რა არის ცნობილი? – არაფერი!

ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საბოლოოდ, ანაკლიის პორტის 100-ვე პროცენტი გადაეცემოდა ქართველ ხალხს და სახელმწიფოს სრულ მფლობელობაში იქნებოდა!

არაბული პროექტის შემთხვევაში წინასწარ გაცხადებულია, რომ მიწა და მასზე აშენებული უძრავი ქონების, მინიმუმ, 60% უცხოელებზე, მათ შორის არაბებზე გასხვისდება.

ყველაფერთან ერთად, ეს კონტრაქტი ქართული მხარისთვის კომერციულადაც არამომგებიანია!

ისმის ორი კითხვა:

1.⁠ ⁠რატომ უმალავს ე.წ. მთავრობა ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს, რომელიც 9 მილიონ კვ.მ ქართულ მიწას, დემოგრაფიას, ეკოლოგიას და ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის მომავალს ეხება?!

2.⁠ ⁠ქართულ ბანკებში ჩაირიცხა თუ არა არაბული 67%-იანი წილის შესაბამისი 1.2 მილიარდი, 600 მილიონის ღირებულების ქართული ინვესტიციის საპირწონედ?

კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს!

პ.ს.

ასე რომ დაეცვათ ამერიკული ინვესტიცია, როგორც არაბულს იცავენ, ანაკლიაში დღეს პორტიც გვექნებოდა, ქალაქი ანაკლიაც და უსაფრთხოების გარანტიაც!“ – ნათქვამია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

ვერ ვხვდები, „იგლ ჰილსის“ შეკრებულებასთან დაკავშირებით „ოცნებას“ რა აქვს დასამალი – წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით, რაღაც საკითხებს საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ ისეთი პუნქტებია, რომლის გასაჯაროებაც არ აწყობთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არაბულმა მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები თუ არ დაიცვა, რა ინსტრუმენტებია, რის საფუძველზეც „იგლ ჰილსი“ საქართველოს ზარალს აუნაზღაურებს?

„იგლ ჰილსის“ ხელშეკრულების გასაჯაროებას იმის გამო ვითხოვთ, რომ ქართველ ხალხს ამ
საკითხზე სამართლიანი კითხვები და ღელვა აქვს. საქმე ქართულ მიწას ეხება. ეს ხომ არ არის, კომერციულ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება? ეს არის სახელმწიფოსა და კომერციულ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი – წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით. რაღაც საკითხებს საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ ისეთი პუნქტებია, რომლის გასაჯაროებაც „ოცნებას“ არ აწყობს. ჩვენი კონკრეტული კითხვა ქართული მიწის გასხვისების პირობას ეხება. „ოცნება“ ამას ხსნის, რომ თითქოს ეს არ არის გასხვისება იმიტომ, რომ თურმე, 33% გვაქვს, მაგრამ მგონი, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს მინიმალური წილია და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ქართული მხარე არ არის. ამიტომ, ყველა ის რისკი, რაც დაკავშირებულია იმ კაპიტალთან, რაც არის ქართული მიწა, დაზღვეული უნდა იყოს. როგორ ხდება, ამ რისკის გადაზღვევა? არაბულმა მხარემ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არ დაიცვა და ეს პროცესი დროში გაჭიანურდა, ამ შემთხვევაში, რა ინსტრუმენტებია, რის საფუძველზეც მეორე მხარე, „იგლ ჰილსი“ საქართველოს ზარალს აანაზღაურებს? ციფრები, რასაც კობახიძე ასახელებს, საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით, გაცილებით გაზვიადებულია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ირაკლი კობახიძემ, არაბულ მხარესთან შეთანხმებით, ძირითადი პარამეტრები განმარტა, სხვა დეტალების გასაჯაროება ხელშეკრულებას საფრთხეს შეუქმნიდა,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხარის თანხმობის გარეშე კომერციული საიდუმლოების გასაჯაროება, შეიძლება, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

„მამუკა ხაზარაძისთვის ყველაფერი კომიკურია, რაც სამყაროში ხდება. მან, როგორც ბიზნესმენმა, კარგად იცის, რომ საქართველო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს თუ დაარღვევს და მხარის თანხმობის გარეშე გაასაჯაროებს კომერციულ საიდუმლოებას, ეს, შეიძლება, ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, ამისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. თორემ კარგად იცის, კომერციული საიდუმლოება რა არის. პრემიერ-მინისტრმა, არაბულ მხარესთან შეთანხმებით, ძირითადი პარამეტრები განმარტა და გასაჯაროვდა, რა რაოდენობის ბინაზეა საუბარი, რამდენი პროცენტია სახელმწიფოსი და ა.შ. სხვა დეტალების გასაჯაროება ხელშეკრულებას პრობლემას შეუქმნიდა და მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას არ მისცემდა. ეს მიზანმიმართული ნაბიჯია ამ პროექტის ჩასაშლელად, რასაც ისინი ვერ შეძლებენ. მათი მთავარი მიზანია, ეს პროექტი ჩაშალონ, სხვა მიზანი არ გააჩნიათ. მათ ყელზე ადგათ საქართველოში ამ რაოდენობის ინვესტიციების შემოსვლა, ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

"პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE