მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დღეს საქართველოს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს, ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა - მიხეილ სააკაშვილი - 18 ნოემბერი 2025

იყო დრო, როცა პოლიტიკოსები გარედან სპეკულირებდნენ ციხეში დადგმული კადრებით, ახლა უკვე სხვა პოლიტიკოსები არიან ციხეში და აქედან იტყობინებიან სიმართლეს რეალურ მდგომარეობაზე. ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, „იმიტომაც იღებენ ხმას და აპროტესტებენ პირობებს“.

„ახლა ციხეში ერთად არიან მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო მომღერალი და მთელ მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი, აქვე არიან მწერლები და პოეტები, ბიზნესმენები და მომავალი პრეზიდენტები, მინისტრები, მეცნიერები ახალი თაობის სახით. იყვნენ გამოჩენილი ექიმებიც. დავფიქრდი და მხოლოდ ასტრონავტები გვაკლია და იქნებ მივაწვდინოთ უფროსს ხმა, რომ ერთი ასტრონავტი მოიტაცოს, გვერდზე მოგვისვას, თორემ მოწყენილები ვართ. უფრო სერიოზულად კი, დღეს საქართველოს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს. ყველა საპატიმრო დაწესებულება იმ 9 წელშია აშენებული, კატასტროფული საბჭოთა ციხეების ნაცვლად, და მას შემდეგ არც შეკეთებულა, არც მოდერნიზებულა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE