"საქართველოში წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის წინ ვიყავი. იქ არჩევნებამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიმყოფებოდი. მე ქართველი ხალხის დიდი მზადყოფნა ვნახე. ისინი იმ დროს ჯერ კიდევ თვლიდნენ, რომ ხელისუფლება დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ დაპირებას შეასრულებდა, მაგრამ ეს დაპირება მნიშნვნელოვნად დაირღვა...ჩვენ მათ რეფორმებს მხარს ვუჭერდით. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ. ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ. ეს ძალიან საშიშია. ესტონელი ხალხი თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჰელსინკის კომისიაში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.
გამოცემა რეალპოლიტიკას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვაზე ევროკავშირისა და საქართველოს შორის ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა გაუქმდა. შეხვედრა 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო.
გამოცემა წერს, რომ გაუქმების ოფიციალური მიზეზი უცნობია.
"მთავარი არხი"