მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა - მზია ამაღლობელი - 18 ნოემბერი 2025

"სათქმელი არაფერია გარდა იმისა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ ღირსეული დაცვისთვის… ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს. ვფიქრობ, რომ ჩემ გარდა ეს ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის…

არ ვიცი, როდის გამოიტანთ განაჩენს და რამდენად სამართლიანი იქნება - რამდენად ჩამტოვებთ სილის გაწვნისთვის სისხლის სამართალში… არ ვსაუბრობ სასჯელზე, რადგან იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს… ჩავთვალოთ, რომ სასამართლომ გამიშვა სახლში, მაგრამ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, შეიძლება მომაბრუნონ გზიდან…

იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, რომ პირბადის გამო შეიძლება დაგაკავონ… არ დავსვათ კითხვა, რატომ. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს. არ უნდა დავკარგოთ რწმენა - რეჟიმი არაერთხელ დაგვაპატიმრებს იმიტომ, რომ შეურაცხყოფილები ვიყოთ.

პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა.

მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე. მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. ბრძოლა ბოლომდე!” - მიმართა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლოს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დასკვნითი პროცესი გაიმართა. ამაღლობელის ადვოკატები მის გამართლებას და გათავისუფლებას მოითხოვენ, პროკურატურა კი სასჯელის დამძიმებას

"პუბლიკა"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE