მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხმის უფლებას არავინ არავის ართმევს, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიულად ხმა მისცე იქ, სადაც ხარ დარეგისტრირებული - გურამ მაჭარაშვილი - 21 ნოემბერი 2025

ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში თუ გინდა, მიიღო მონაწილეობა, ლოგიკურია, რომ იქ, სულ მცირე, არჩევნებისთვის მაინც უნდა ჩახვიდე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ხმის უფლებას არავინ არავის ართმევს, საუბარია, ხმა მისცე იქ, სადაც ხარ დარეგისტრირებული.

„ქვეყანაში როდესაც არ ცხოვრობ, მის ატმოსფეროს არ გრძნობ, ისიც არ გინდა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება შენს სამშობლოში განახორციელო და ეს უცხოეთში გააკეთო? ხმის უფლებას არავინ არავის ართმევს, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიულად ხმა მისცე იქ, სადაც ხარ დარეგისტრირებული. უნდა წახვიდე იქ, სადაც დარეგისტრირებული ხარ. გინდა, გადაწყვიტო, ქვეყანაში ვინ იქნება ხელისუფლება და ისიც არ გინდა, ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე და ხმა მისცე? ეს ლოგიკაში არ ჯდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE