მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში, 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა - თავდაცვის სამინისტრო - 21 ნოემბერი 2025

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ სწავლება ჩაატარა. სწავლების საველე კომპონტენტი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში განხორციელდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით რეზერვისტებმა ჩასაფრების ოპერაცია შეასრულეს.

„დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით. მოცემული სწავლებები ხელს უწყობს სხვადასხვა უწყების შესაბამის ქვედანყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო გამოწვევების მიმართ განსახორციელებელი მოქმედებების დახვეწას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ ვიდეო

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE