მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ან სამართლებრივი განზომილებით ვერ შეფასდება, მას აქვს საზოგადოებრივი, დემოგრაფიული და სულიერი მნიშვნელობა - მესტიისა და ზემო სვანე - 21 ნოემბერი 2025

" • გვსურს გამოვეხმაუროთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება არაბულ ინვესტიციებს

  • ქვეყნის მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის — იგი ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა სასიცოცხლო საფუძველია. საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ღვთისმშობლის განსაკუთრებული კურთხევა ერგო.

ესაა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რაც ჩვენი ეროვნული თვითშეგნების უმაღლესი სულიერი საფუძველია. 

ღვთისმშობლის წილხვდომილობა ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ სახელმწიფო სივრცე კი არა, მადლით განმსჭვალული წმინდა ადგილია.. ამიტომაც ქართული მიწა არ არის მარტო საკუთრება — იგი არის სიწმინდე, რომელსაც უხილავი მადლი თან სდევს და სადაც ღვთისმშობელი გვანიჭებს თავის საფარველს.

 ამავე დროს, ქართული მიწა წინაპართა სისხლით მორწყული სიწმინდე და მათი მსხვერპლის მემკვიდრეობაა.

შესაბამისად მასთან უფრო მეტი სიყვარულით, სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოპყრობაა  საჭირო.

წმინდა მამები ამბობენ: 

"სადაც სისხლია დაღვრილი რწმენისა და სიწმინდისათვის, იქ მიწა უკვე არ არის უბრალო მიწა — იგი ჟამთა ჭრილებში გვამცნობს ღმერთის მოქმედებას“.

მისი დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება თითოეული ჩვენი მოქალაქის სულიერი და ეროვნული ვალია.

ამიტომ სამშობლოს  მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ან სამართლებრივი განზომილებით ვერ შეფასდება. მას აქვს საზოგადოებრივი, დემოგრაფიული და  სულიერი მნიშვნელობა. 

სამშობლოს მიწის განკარგვა უნდა იყოს მოზომილი, გაწონასწორებული და ისეთი გადაწყვეტილებებით გაჯერებული, რომელიც ქვეყნის ერთობას, უსაფრთხოებას და ღვთისმშობლის საფარველს შეუნარჩუნებს სიმტკიცეს.

ჩვენი მიზანი არ არის მტრობის გაღვივება, ვინმეს დაყოფა ან უცხოელთა მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნა. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მშვიდობას, სიყვარულსა და ღირსეულ ურთიერთობას ყველა ერებთან.

თუმცა, მშვიდობა არ გამორიცხავს სიმართლის თქმას!.

თუ სამშობლოს მიწას და ჩვენს თვითმყოფადობას არ დავიცავთ, ღმერთი მოგვაკლებს მშვიდობას და კურთხევას. ეს არის სულიერი რეალობა, რომელიც  მრავალმა ერმა საკუთარ თავზე გამოცადა.

ღვთისმშობლის საფარველს ვერ გაერიდები ისე, რომ პასუხისმგებლობა არ მოგეთხოვოს!

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას — ხელისუფლებას, საზოგადოებას და  თითოეულ მოქალაქეს:

რომ ვდგავართ არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ  სულიერ და ისტორიულ არჩევანის წინაშე.

ეს არჩევანი განსაზღვრავს, დარჩება საქართველო მადლით დაფარული ქვეყანა, თუ დაიკარგება იმავე დაუდევრობით, როგორც მრავალი ერი დაიკარგა.

ღმერთმა მოგვცეს გონიერება, სიმტკიცე და შეურყეველი სიყვარული სამშობლოს მიმართ. 

 ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და მოგვანიჭოს  ერთობა,

რომ შევინარჩუნოთ ის მიწა, რომელიც მის მიერ არის კურთხეული,

და ღირსეულად გადავაბაროთ მომავალ თაობებს — წმინდად და  შეურყვნელად.." - წერს სოციალურ ქსელში მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია.

რომან გოცირიძე, ექსპერტი:

რატომ არ იძლევიან პასუხს უმარტივეს კითხვაზე, რითი მონაწილეობს არაბული მხარე ამ პროექტში? 

ქართული  მხარე ერთობლივ კომპანიაში დებს  850 ჰექტარ მიწას, სამშენებლო ნებართვებს და სხვა სახის სახელმწიფო მომსახურებას. ამის  სანაცვლოდ იღებს კომპანიის წილის 33 პროცენტს. რამდენად არის შეფასებული კომპანიის კაპიტალში ქართული შენატანის ღირებულება? ეს თუ არ ვიცით, რომელ მოგებაზე და დივიდენდებზეა საუბარი? 

მართალია თუ არა, რომ წილის 33 პროცენტს არაბულ მხარეს ვუთმობთ არქიტექტორული პროექტების სანაცვლოდ? მომხდარა ასეთი რამე სხვაგან? განა ამდენი ღირს ერთმანეთის ასლი სტანდარტიზებული კოტეჯების ან თუნდაც არასტანდარტიზებული ბინების პროექტები? იგივე ბელგრადში სერბულმა მხარემ ჩადო მიწა, არაბულმა მხარემ ფული ( ძალიან ცოტა, სვათაშორის), არქიტექტორულ პროექტებს კი  ერთობლივი კომპანია ყიდულობს. ვინ იძლევა ამოდენა წილს  არქიტექტურულ ნახაზებში?

დარჩენილი წილის 33 პროცენტის სანაცვლოდ რა რაოდენობის ნაღდ ფულს დებს კაპიტალში არაბული მხარე? შეუძლებელია, რომ ეს საიდუმლო იყოს. 

ხომ არ მივიღებთ ისეთ სურათს, რომ არაბული ფულადი მონაწილეობა იქნება მინიმალური, პროექტი განხორციელდება მიწების დაგირავნებით, საბანკო კრედიტებით და ამონაგები დივიდენდების სახით ქართული წილიდან მიწის რეალურ ღირებულებასაც კი ვერ დაფარავს? ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა ფასადაა შეფასებული მიწა, რომელიც ქვეყანამ გაიღო.

თუ ამ საწყის, ელემენტარულ კითხვაზე არ იძლევიან პასუხს, როგორ უნდა ენდო მათ ნათქვამს? ყოველდღე აბსურდულ რიცხვებს ვისმენთ ტელეეკრანებიდან. 

დამშვიდდით, მეჩეთები არ აშენდებაო, სულ სხვა მიმართულებით გადაჰყავთ საუბარი. ყველანაირად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, რომ პროექტის რეალური რისკები მიჩქმალონ. ამას ის ხალხი ამბობს, თურქულ-არაბულ რესტორნებს რომ უვარდებოდნენ და მრავალათასიან ანტიმუსულმანურ მარშებს რომ აწყობდნენ თბილისში და ბათუმში, რუსული დაკვეთითა და რუსული ფულით. სადაა ეს მარშები დღეს? არ აწყობს რუსეთს. რომ არა თურქეთი და არაბული სამყარო ( და საქართველოც, სხვათს შორის) შიმშილით მოკვდებოდნენ, რადგან სანქციების გვერდის ავლისა და ე. წ. პარალელური იმპორტის მთავარი შემოქმედები სწორედაც რომ ეს ქვეყნები არიან. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ერთი “მარში” ვინმეს უნახავს? რაინდი ვასაძეც კი გაყურსულია და მოსკოვიდან არც კი ჩამოდის, სადმე ვერის პარკში,  ქართველობის დაკარგვაზე რომ შემოსძახოს ერს.

“ოცნებას” უნდა პროექტზე მსჯელობა ეკონომიკური, ფინანსური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული, ქალაქგანვითარებითი და სხვა საკითხებიდან არაბების დასახლება-არდასახლების ჭრილში გადაიყვანოს და პროექტის  კრიტიკოსები ქსენოფობებად წარმოაჩინოს. 

გვითხრან მარტივად და ნათლად: რას დებს არაბული მხარე ამ პროექტში, რომ გვქონდეს წარმოდგენა მის ფინანსურ შედეგებზე და შეგვეძლოს მის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე საუბარი.  რას ვკარგავთ და რა რისკებს გადავეყრებით, ამისი პროგნოზირება მარტივია. რას ვიძენთ სინამდვილეში, არავინ იცის, თუ არ ჩავთვლით იმ ნახატებს და იმ მრავალჯერ გაბერილ და დაუსაბუთებელ რიცხვებს, რომლებსაც ტელევიზორებიდან გვაბოლებენ, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE