მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან - ირაკლი კობახიძე - 22 ნოემბერი 2025

უკვე გაუსაძლის მასშტაბს აღწევს სხვაობა საქართველოსა და იქით უკრაინასა და მოლდოვას შორის, გინდა ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, არაფორმალურ საუბრებში საქართველოს მიღწევებს აღიარებენ თუ არა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ პასუხები არ აქვთ.

„ათასი შეხვედრა გვქონია, ამას რომ ეუბნები, პასუხი არ არის. პასუხს ვერ გიბრუნებენ, საბოლოო ჯამში, მათი პასუხი არის ბუნდოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ატარებენ შესაბამის საუბარს. გადაგიგდებენ, ბანზე გიგდებენ საუბარს, რადგან არ აწყობთ. როგორც კი მათემატიკაში შედიხარ და ეუბნები, რომ 2+2 არის 4, ხომ ვერ დაგიწყებს საუბარს, რომ 4 კი არ არის, 5-ია, გადააქვს სხვა თემაზე. ასე ხდება ყველა შეხვედრაზე, რადგან იმდენად წელში ვართ გამართული ყველა თემასთან დაკავშირებით, თავისი სტატისტიკით, თავისი მათემატიკით, თავისი ფაქტებით, თავისი ყველაფრით, რომ ვერაფერს ვერ ამბობენ და ხდება თემიდან თემაზე გადასვლა.

შეიძლება, შეხვედრაზე დაგეთანხმოს კიდევაც, ამის პრეცედენტებიც გვქონია, წავა, იმავეს გააკეთებს, რადგან დავალება დავალებაა, იმას ვერ გაექცევი. რაღაც მომენტამდე ასე იყო, ან სიტყვას ბანზე გვიგდებდნენ, ან გვეთანხმებოდნენ და მაინც იმავეს აკეთებდნენ, ახლა გაურბიან ყველა საუბარს. უკვე ისეთი სხვაობები გაჩნდა – როცა გვადარებენ ჩვენ უკრაინას და მოლდოვას, უკვე გაუსაძლის მასშტაბს აღწევს სხვაობა საქართველოსა და იქით უკრაინასა და მოლდოვას შორის. უკვე შეუძლებელია საუბარი. გინდა ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, უკვე გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირველი არხი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE