შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
„მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი.
ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
გარემოს ეროვნული სააგენტო 25-30 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.