მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"1 წელი სრულდება მშვიდობიანი პროტესტის დაწყებიდან, გამოდით ქუჩაში, არ შეშინდეთ, გაბრაზდით" - სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა - 24 ნოემბერი 2025

"4 დღეში 1 წელი სრულდება მშვიდობიანი პროტესტის დაწყებიდან" -  გამოდით ქუჩაში, არ შეშინდეთ, გაბრაზდით"- ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში სიტყვის უფლების სარგებლობისას განაცხადა. 

„არ ვიცი, საიდან დავიწყო იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ... ყველას აინტერესებს ციხეში როგორ ვართ, რას ვაკეთებთ, როგორი მოტივაცია გვაქვს, რამე ზეგავლენა იქონია თუ არა ციხემ ჩვენზე? ორიოდე სიტყვით ვიტყვი.

ვართ ძალიან მხნედ ციხის პირობებშიც კი (თუ გინდათ აქედან გაგამხნევებთ), ვსწავლობთ, ვძლიერდებით როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ვსაუბრობთ, განვიხილავთ თემებს და ხშირად ვბრაზობთ იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მოტივაცია იმაზე დიდია, ვიდრე მაშინ, სანამ ციხეში მოვხვდებოდით. 

საერთოდ არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია ციხეს ჩვენზე, პირიქით, ვიყენებთ ჩვენ სასარგებლოდ“ - თქვა სინდისის პატიმარმა [პუბლიკას მიხედვით]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა დაკავებულებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს.  ბრალდების მხარეს სურს, ცეცხლაძე, კასრაძე და კაძელაშვილი უფრო მეტი ხნით დარჩნენ ციხეში. 

„ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა და არაერთი მტკიცებულება ადასტურებდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობის ფაქტს“, - ამბობს პროკურორი, ვაჟა თოდუა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.

დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

ტვ პირველი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE