უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას მიმართავს და მოუწოდებს მედიისთვის გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების კარები გახსნას, რათა საზოგადოებამ სიმართლე ნახოს.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ თუ პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს დასამალი არაფერი არ აქვთ, მაშინ მათ ჟურნალისტები ციხის საწყობში, სამზარეულოში და საკნებში უნდა შეუშვან.
ასევე, ლაშა ტყეშელაძე პაატა სალიას მოუწოდებს პირობა დადოს, რომ არცერთი პატიმარი, რომელიც ხმას ამოიღებს და ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს, არ დაისჯება.
გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრები გვიყვებიან ერთსა და იმავეს - გაფუჭებული და მატლიანი საკვები, სიბინძურე და არასათანადო პირობები ციხეში. ბატონო სალია თქვენ და თქვენი უწყება კი გვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, მოგონილი ამბავი და ტყილი, მე მაქვს ერთი მარტივი თხოვნა - გახსენით მე-8 დაწესებულების კარები და დაუშვით მედია, გახსენით მე-8 დაწესებულების კარები და შიგნით დაუშვით ჟურნალისტები, საწყობში, სამზარეულოში, საკნებში და საზოგადოება უკვე თავისი თვალით ნახავს ნამდვილ სიმართლეს, თუ თქვენ არაფერი დასამალი არ გაქვთ.
აქვე დადეთ პირობა, რომ რომელი პატიმარიც გაბედავს და ილაპარაკებს ნამდვილ სიმართლეს, აიმაღლებს ხმას და ისაუბრებს პრობლემებზე, არცერთი პატიმარი დასჯილი არ იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ადამიანების უკან არიან ოჯახის წევრები და ნერვიულობენ მათზე.
თქვენ თუ გინდათ, რომ ნამდვილმა სიმართლემ გაიმარჯვოს და ნახოს ნამდვილი სიმართლე საზოგადოებამ გახსენით ციხის კარები, თუ არ გაქვთ რამე დასამალი," - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, გლდანის ციხის პატიმრები ანტისანიტარიასა და საკვებად უვარგის საჭმელზე საუბრობენ.
მატლი საკვებში შემხვდა იტალიურ რესტორანშიც - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია იმ ბრალდებებს, რომლებზეც პატიმრები ღიად სუბრობენ.
საუბარია მატლიან საკვებსა და გაფუჭებულ საკვებზე, რომელზეც ციხეთა სისტემაში მოთავსებული ადამიანები მიუთითებენ.
"ერთეული შემთხვევები მაღალი კლასის რესტორანშიც შეიძლება მოხდეს, ყველა ვყოფილვართ საზღვარგარეთ, მე მაგალითად, რომში, რესტორანში შემხვედრია საკვებში მატლი და ოფიციანტმა მითხრა, რა მოხდა, ნატურალური არისო"- უთხრა სალიამ "შაბათის ეთერს".
"ქართული ოცნების" მთავრობის წევრი ირწმუნება, რომ ციხეში არსებული მდგომარეობის გაშუქებით "ტვ პირველი" შავ პიარს აგორებს პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. სალია არხს იმასაც კი აბრალებს, რომ პატიმრები წერილებს, სადაც საპატიმროში არსებული მძიმე პირობებია აღწერილი, ჟურნალისტების მოთხოვნით აგზავნიან.
თქვენი ტელეკომპანიის მიერ აგორებულია შავი პიარი პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. რამდენ გადაცემაში ხვდება სიუჟეტები ციხის თემებზე, რომ მანდ რაღაც ისეთი ხდება, რიომელიც როგორც თქვენ ამბობთ, ამ ხელისუფლების დაპირების საპირისპიროა. არაფერს მსავს ადგილი არ აქვს"- თქვა სალიამ.
ტალახიანი ბოსტნეული და მატლიანი თევზი ციხის ერთადერთი პრობლემა არ არის - ადვოკატების მონაყოლის თანახმად, გლდანის მერვე დაწესებულების ზოგიერთ კორპუსში საკანში წყალი ჩადის, ცივა, მრავლად არიან ტარაკნებიც.
უფლებადამცველების ინფორმაციით, თავისუფლება აღკვეთილი პირები ვერ იღებენ დროულ სამედიცინო მომსახურებას. მედიკოსების დეფიციტის გამო პატიმრები კვირებით, ზოგჯერ თვეების განმავლობაში არიან ექიმის რიგში.
ვინ არის პასუხისმგბეელი პენიტენციურ დაწესებულებაში მინიმალური სტანდარტების დაცვაზე? "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრს ამტკიცებს, რომ ყველაფერი იდეალურადააა. პატიმრები დღეში სამჯერ იკვებებიან და სპეციალისტების მიერ განსაზღვრული კალორაჟით.
ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პატიმართა კვებისთვის იუსტიციის სამინისტრო 192 მილიონიან ტენდერს აცხადებს. ეძებენ კომპანიას, რომელიც 2026 - 2028 წლებში უზრუნველყოფს ციხეთა სისტემაში კვების სერვისის მიწოდებას. ჩამონათვალშია 14 პენიტენციური დაწესებულება, მათ შორისაა გლდანის მერვე საპატიმრო.
ყველაზე საინტერესო დოკუმენტაციაში თან დართული მენიუა. აქ ისიც კი წერია, რომ კერძების მომზადებამდე სავალდებულოა პროდუქტების გარეცხვა. ასევე მითითებულია ხორცის დამუშავების წესები. გააწერელია, როგორ უნდა მოიხარშოს ესა თუ ის პროდუქტი და რა თანმიმდევროით უნდა ჩაყარონ ბოსტნეული მოსახარშად ასეთი დეტალიზაცია გვაფიქირებინეს, რომ სკანდალის ფონზე სისტემა იძულებული გახდა მიმწოდებელ კომპანიას ახალი მოთხოვნები წაუყენოს. ვინ კვებავდა ააქამდე ციხეებს? კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ამბობს რომ ეს ილი ჯგუფია.
ასევე იხილეთ ვიდეო
ტვ პირველი