მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან, ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა - პეტერ ფიშერი - 26 ნოემბერი 2025

"გერმანია ეთანხმება ევროკომისიის ანგარიშს გაფართოების შესახებ, ჩვენ ვეთანხმებით მას, საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან, ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა, თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ რა მოხდა იმ ერთ წელში, თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს ფაილი დახურულია არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო, ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით.

არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც არავინ ევროკავშირში. დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ, ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო, არ მგონია ამ ქმედებების ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი, ველი, რომ ეს მოხდება, დიდი ზეწოლის ქვეშ არის თავისუფალი მედია" - ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE