მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მილიონ ემიგრანტს ხმის უფლება წაართვეს, დაამცირეს, მაგრამ აქ დარჩენილი ერთი მილიონი მათ ნაცვლად იძიებს შურს საკუთარი ერთი ხმით, რომელიც მილიონის ტოლფასია - რომან გოცირიძე - 26 ნოემბერი 2025

- პარლამენტში ერთმა ცალტვინა დეპუტატმა უტიფრად განაცხადა, რომ ემიგრანტების ფული, 3,5 მილიარდი დოლარი, ბიუჯეტში ხომ არ მიდის, თავიანთვე ოჯახებს ხმარდებაო. თუ რას ნიშნავს ამ მოცულობის უცხოური ვალუტა ქვეყნისათვის, რომელიც მშპ-ს დაახლოებით 10 პროცენტია, ამაზე აქ არც კი ღირს საუბარი. არც იმაზე ღირს საუბარი, გადმორიცხული ფულიდან რამდენი შედის ბიუჯეტში. მხოლოდ ერთი მაგალითი მინდა მოვუყვანო. ორს ან მეტს ვერ გაიგებს, ტვინი გადაეწვება. 

ემიგრანტების გადმორიცხვები არის დაახლოებით 10 მილიარდი ლარი. ამ დეპუტატის ლოგიკას რომ მივყვეთ, ამ ფულს ოჯახები ხარჯავენ. რაში ხარჯავენ ოჯახები ფულს? ყიდულობენ პურს, შაქარს, ხორცს, იხდიან დენის, გაზის და წყლის ფულს, ზოგი ტელევიზორს ყიდულობს, ზოგიც ბინებს, ავტომობილებსაც კი. ყველა ამ ხარჯიდან, ასანთიდანაც კი, 18 პროცენტი მიდის ბიუჯეტში ე. წ. დღგ-ს, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის სახით. რატომ ჰქვია “დამატებული”? იმიტომ, რომ, როცა პურს ყიდულობ, მთავრობა 18 პროცენტით მეტს გახდევინებს, გიმატებს ფასს და ეს ნამატი შედის ბიუჯეტში. უცხოეთიდან გზავნილებიდან  მხოლოდ ამ ერთი გადასახადიდან ბიუჯეტში შედის 1,8 მილიარდი ლარი. სწორედ ამ ფულიდან იღებს ის დეპუტატი თავის ხელფასს, რომელიც თვეში 13 600 ლარია ( კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასს იღებს). გარდა ამისა ემსახურება პერსონალური მანქანა, მძღოლი, 600 ლიტრი ბენზინი თვეში, მდივანი, თანაშემწე, სამივლინებო ფული, უფასო სატელეფონო ზარები, უფასო სამედიცინო დაზღვევა და კიდევ მრავალ არაოფიციალურ პრივილეგიას იღებს, როგორც ერთგული ქოცი. 

მილიონ  ემიგრანტს ხმის უფლება წაართვეს, დაამცირეს, მაგრამ აქ დარჩენილი ერთი მილიონი მათ ნაცვლად იძიებს შურს საკუთარი ერთი ხმით, რომელიც მილიონის ტოლფასია, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE