მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოვიდა დრო დისიდენტობისა, ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი! – ნიკა მელია - 26 ნოემბერი 2025

პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნა, იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისივე თქმით, პარტიული პოლიტიკის დრო როდესაც დაბრუნდება, მაშინ შეეძლება ყველას, ერთმანეთი მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების მიხედვით მონახოს.

„29 მაისს, სახლიდან, ბელინსკის ქუჩიდან ოთხ თანმხლებ პირთან ერთად გამოვედი, სულ ხუთნი; გამოვედით ორი მანქანით, ორივე მანქანაში დამონტაჟებული ოთხი ვიდეოკამერით, წავედით ტელევიზიისკენ, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, 20:30 საათია.

20:50-ზე ლისის ტყესთან 40-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის დრაგუნი, ზოგი ტანხმელი და ზოგი ბიზონივით, მანქანებიდან გადმოცვივდა, თითქმის ყველა ხაფი ხმით ღრიალებდა. ოთხივე კამერა დალეწეს და ჩემთან ერთადვე გაიტაცეს. გამიტაცეს მიკროავტობუსით, არანაირი განმარტება, რატომ, რისთვის და ა.შ. მიმიყვანეს დიღმის სამმართველოში, შემჩურთეს მე-5 სართულის რომელიღაცა ოთახში.

მომდევნო დღეს, დილით, ნების საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდი სასამართლოს შენობაში, დარბაზის ხის გალიაში. დარბაზში დამხვდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე, უკიდურესად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივი იერით, მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაჟი. შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, ყასიდი ინტერესიც კი, თუ რა მოხდა ღამით. აი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მასთან სამსახურში მისული, საექსკურსიო-შემეცნებითი ვიზიტით მისული ჯგუფის ნებაყოფლობითი წევრი გახლდით.

ერთი სიტყვით, შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი, წყლის ძალაში ვნახე…

ორი კვირის წინ, როგორც იქნა, გატაცების მიზეზი დაასახელეს და ეს ჩემივე მარჯვენა ხელის შუა თითი აღმოჩნდა, პოლიციელისთვის ნაჩვენები! ანუ, თითქოს მოძრავი მანქანიდან ვერაზე მანქანის შუშა ჩამოიწია და ჩემი შუა თითი აღიმართა. მათივე ვერსიით, ეს თითი, ეჭვმიუტანლად შუა იყო და არავითარ შემთხვევაში საჩვენებელი! მინდოდა, დეტალებში გცოდნოდათ ამ საქმეზე წელიწადნახევრიანი პატიმრობის საფუძველი.

გუშინწინ კი მომეცა საუბრის შესაძლებლობა, თუმცა აქაც დავწერდი: პარადოქსია, მაგრამ პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნაც კი. თუკი, რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს, ესაა! მოვიდა წინამორბედთა დრო – დრო დისიდენტობისა. დღეს კულტურული ადამიანი აღარ იფიქრებს, აღარც პარტიებზე და აღარც ფრაქციებზე. იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში! მოხერხდება საკვანძო საკითხებში ერთი ხაზის, ერთი ნების, ერთი დინამიზმის გამოვლენა.

როდესაც კვლავ მოვა პარტიული პოლიტიკის დრო, მაშინ მონახოს ყველამ ერთმანეთი, მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების, ელექტორალური თუ პიროვნული ღირებულებების მიხედვით! ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი! დროებით“, – წერს ნიკა მელია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ელენე გოგუაძემ მას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან დაიწყება.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებულ საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE