- გირჩევთ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ ჩემი გუშინდელი პოსტი არაბულ “ინვესტიციებთან” დაკავშირებით.
დღეს პარლამენტში განხილვაა და მოუწიათ იმის აღიარება, რომ ბინები აშენდება სესხით, წინასწარი გაყიდვებით და კაპიტალში არაბული მხარის შენატანით. ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ კაპიტალში ქართული მხარის შენატანია 850 ჰექტარი მიწა, სამშენებლო ნებართვები და სახელმწიფოს სხვა სახის მომსახურება. ეს მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა რამდენადაა შეფასებული ჩვენი წილი ღირებულებით გამოხატულებაში, მაინც არ ითქვა. რამდენს დებს არაბული მხარე კაპიტალში ფულის სახით, არც ეს ითქვა.
მოკლედ, პროექტი ძირითადად ჩვენი მიწების დაგირავებით ბანკისგან აღებული ფულით შენდება. ეს არაა ინვესტიცია. ბინების წინასწარი გაყიდვით ამონაგები ფულიც არაა ინვესტიცია. სად არის არაბული 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია? არა ჩანს, ბლეფი აღმოჩნდა.
სად არის ემირატების დიდი სახელმწიფო 36 მილიარდიანი ფონდი “ემაარი”, რომლსითვისაც ექვსი მილიარდი დოლარი ჯიბის ფულია თურმე? არაა “ემაარი” და არც არასდროს აპირებდა აქ ინვესტირებას, სულ სხვა კომპანია აღმოჩნდა. მორჩა მისი ხსენება. აუკრძალეს ემირატებიდან. ეს უკვე კლიენტის მოტყუება და არაკეთილსინდისიერი რეკლამაა.
არც შიოლა ყოფილაო ფუფალამ, გამოვიგონეო.
ნახეთ კომენტარებში გუშინდელი პოსტი, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
http://ufleba.ge/index.php?do=fullmod/news&id=4472