მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თავისუფალ, და სოლიდარობის იდეით გამსჭვალულ ადამიანთა გამარჯვება გარდაუვალია - ლანა ღოღობერიძე - 27 ნოემბერი 2025

"მსოფლიოს ისტორია სავსეა სიმბოლური თარიღებით.

28 ნოემბერი ერთი ასეთი თარიღია. სწორედ ამ დღეს, ერთი 

წლის წინ, რეჟიმმა, ხალხთან შეთანხმების გარეშე და მისი 

ნების საწინააღმდეგოდ, გამოგვიცხადა, რომ ის იცვლის 

გეზს და თვითნებურად აჩერებს ქვეყნის თავისუფალი

ერების კავშირისკენ მიმავალ გზას. ამას მოყვა საზოგადოების

სპონტანური და მძლავრი პროტესტი, რომელიც უკვე ერთი 

წელია გრძელდება. ეს პროტესტი უჩვეულოდ მრავალფეროვანია:

რუსთაველზე დგომა, ქუჩის გადაკეტვა, სხვადასხვაგვარი

მარშები, სიმღერით სვლა... მაგრამ ამ მრავალფეროვნებაში 

უცვლელია მთავარი: მუდმივობა, ანუ ყოველდღიურობა, 

და სულისკვეთება!

ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამყარებული 

სულისკვეთება!

ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული ყველა ის პიროვნება,

 ვინც ყოველდღიურად გამოდის რუსთაველზე, ყველა 

პოლიტიკური თუ სინდისის პატიმარი, მათი მედგარი 

მშობლები... ყველა ის, ვისაც დიდი იდეისათვის ბრძოლაში 

სოლიდარობის  უწმინდესი განცდა ამოძრავებს!

28 ნოემბერს კიდევ ერთხელ დავდგებით ერთად უფრო 

სუსტის დახმარების წყურვილით, თანადგომით და 

თანაგრძნობით გაერთიანებული ადამიანები! 

სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის 

მზადმყოფი ადამიანები! 

ამ განვლილმა, ბევრი მხრივ საბედისწერო წელმა ბევრი რამ

გვაჩვენა.

ვნახეთ ბევრი უსამართლობა, ხელისუფალთა სისასტიკე, 

ძალადობა... ასევე - წინააღმდეგობის მხრიდან დაშვებული 

შეცდომები, იქნებ ღალატიც კი... 

ხშირად მოძალებული სასოწარკვეთა... 

და მაინც... მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სულ აღარ გინდა სიცოცხლე... 

ყველაფრის მიღმა მაინც იკვეთება მთავარი და, საბოლოოდ, 

განმსაზღვრელი: ერის თავისუფლებისა და სამართლიანობის 

მიმართ ლტოლვა ცოცხალია! ერთმანეთისადმი თანადგომის 

კეთილშობილური ჟინი ცოცხალია!

და, თუ ეს ასეა,  ასეთ საზოგადოებაში ვერ გაიმარჯვებს ვერც 

გულგრილობა, ვერც განზე დგომის ტენდენცია, ვერც 

კონფორმიზმი.

გუშინაც, თანამოაზრეთა  ერთ შეკრებაზე, იმდენი იდეით 

დამუხტული ადამიანი ვნახე, იმდენი იმედით ანთებული

თვალები... 

და მე მჯერა, რომ ასეთები ბევრია ჩვენს გარშემო. 

უბრალოდ ყველა თავის თავსაც უნდა მოერიოს. ჩავკლათ 

ჩვენს თავში ჩვენი დემონები. მათში ერთერთი მთავარი და 

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე - შიში. და კიდევ - 

არსებულ მდგომარეობასთან შეგუების ცთუნება.

გულით ვირწმუნოთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

28-ში, ყველა, რუსთაველზე!

თავისუფალ, და სოლიდარობის იდეით გამსჭვალულ ადამიანთა

გამარჯვება გარდაუვალია" - წერს ლანა ღოღობერიძე. 

28 ნოემბერს, პროტესტის დაწყებიდან 1 წლის თავზე, აქცია გაიმართება.

მთავარი არხი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE