[foreignpress.ge]
პოლ რიმპლი
ყველასთვის მოულოდნელი იყო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, როდესაც შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პრემიერმინისტრად დანიშნა.
პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონპროექტი პრემიერის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ; ესტაფეტა გადაცემულია. როგორც ჩანს, სააკაშვილი პუტინს არ მიბაძავს.
მერაბიშვილი კი, შეიძლება ითქვას, საქართველოს მთავრობაში მეორე, ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა. ხელმძღვანელობდა რა საქართველოს პოლიციის ეფექტურ რეფორმებს, ის ნულიდან დაწყებული მწყობრი პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა. მის სახელს უკავშირდება, როგორც დანაშაულის შემცირება, ასევე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დარბევაც.
იგი, როგორც დიდი იარაღი, ფარდის უკან მოქმედებდა ჯადოქრის მსგავსად, ფარდის გარეშე კი, მერაბიშვილი ისევე ლაპარაკობს, როგორც ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი:
”დაგეგმილი მაქვს ვებრძოლო უმუშევრობას, ისევე, როგორც ვიბრძოდი დამნაშავეობისა და კორუფციის წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში”.
3 ივლისს მერაბიშვილმა გამოაცხადა თავისი ოთხწლიანი, 12,2 მილიარდიანი პროგრამის შესახებ ხალხის სასარგებლოდ, რომლის ქვაკუთხედი მოქალაქეთა დასაქმება იქნება, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარება და ჯანდაცვა, იგივე საკითხები, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა დაუსახა თავის კამპანიას; ეს პაკეტი მოიცავს 3,6 მილიარდ დოლარს, ყოველთვიური პენსიების ოდენობის გაზრდას, 1,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას სოციალური პროგრამებისათვის, 2,4 მილიარდისა – სოფლის მეურნეობისათვის, ასევე 2,4 მილიარდისა – განათლების სფეროსათვის. მერაბიშვილის კიდევ ერთი დაპირება საქართველოში თითოეული ოჯახისათვის დაახლოებით 600 დოლარიანი ვაუჩერების გამოყოფაა. ქვეყნის წლიური ფედერალური ბიუჯეტი დაახლოებით 4,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
წინამორბედი პრემიერმინისტრების სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებიც კარგად გამოიყურებოდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ გაცხადებული მიზნისაგან სინამდვილეში შორს იყო. განსხვავება ისაა, რომ დღესდღეობით ივანიშვილმა ცეცხლი შეუნთო სააკაშვილის მთავრობას. მერაბიშვილმა ისიც კი აღიარა, რომ ”მთავრობამ ძალიან ცოტა რამ იცის უმუშევრობის პროგრამის შესახებ”. მანვე სასწრაფოდ შექმნა დასაქმების ახალი სამინისტრო.
ზოგიერთები იმასაც აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილი თანამდებობრივად დაქვეითდა, რაც უაზრობაა. მან მოსთხოვა სააკაშვილს მის ადგილზე თავდაცვის ექს-მინისტრის, ბაჩო ახალაიას დანიშვნა; სხვები მერაბიშვილის ზემოაღნიშნულ პროგრამას საეჭვოდ, მემარცხენედ აღიქვამენ, ყბედობად მიიჩნევენ, ივანიშვილისადმი პოპულისტურ პასუხად თვლიან.
ივანიშვილი კი ამბობს, რომ ”მერაბიშვილის დანიშვნა ვერ იხსნის ამ ხელისუფლებას”. ის ნაწილობრივ მართალიცაა, რადგან დანიშვნა თავისთავად აბსურდია, თუკი მთავრობა არ შეასრულებს თავის მიზნებს სამუშაო ადგილების შექმნის სახით. მერაბიშვილის დანიშვნა იმის მაუწყებელია, რომ საკითხის უგულებელყოფიდან 8 წლის შემდეგ, მთავრობა ამჯერად უკვე სერიოზულად ფიქრობს მის წინაშე არსებულ პრობლემაზე.