[pirveli.com.ge]
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მომხდარს მისი უწმინდესობა დღეს, საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა.
"უსიამოვნება, რომელიც მოხდა ამ დღეებში, პრეზიდენტის გამოსვლის წინ, ეს მეტად სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება იკურნება სიყვარულით, როგორც ამბობს წმინდა ბასილი დიდი, ბოროტება ვერ იკურნება ბოროტებით. ქართველ ადამიანს რამდენი რამე უთქვამს – რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - ბრძანა პატრიარქმა.