[pirveli.com.ge]
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის" დამფუძნებელი რატი კვატრიშვილი მასზე თავდასხმაში ამჯერად ძველი თბილისის გამგებელს ნიკა მელიას ადანაშაულებს.
როგორც კვანტიშვილმა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მან კადრებში ნიკოლოზ მელია ამოიცნო.
"გამოვცხადდი დღეს დაკითხვაზე დამატებითი ჩვენების მისაცემად. მოგეხსენებათ, ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენებისას მე მივიღე ფიზიკური დაზიანება. ვინც მე ფიზიკური დაზიანება მომაყენა, მისი ქცევებიდან გამომდინარე, ვვარაუდობდი, რომ ეს იყო უგულავას პირადი დაცვა, მაგრამ მე და ჩემმა ადვოკატმა ფოტო და ვიდეო მასალის მიხედვით ამოვიცანით და ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია აღმოჩნდა", - განაცხადა კვანტრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე კვანტრიშვილი აცხადებდა, რომ მას ჭრილობა, სავარაუდოდ, თბილისის მერის დაცვამ მიაყენა.