მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაკითხვებზე არ გამოცხადებით სიტუაციის გამწვავება სურთ _ ვახტანგ ხმალაძე - 10 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

პარლამენტის იურიდიულ საკთხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის წევრი მაღალი თანმდებობის პირები დაკითხვებზე იმიტომ არ ცხადდებიან, რომ სურთ სიტუაცია გაამწვავონ და მათ წინააღმდეგ კანონის ფარგლებში ნორმების ამოქმედება პოლიტიკურ სკანდალად აქციონ.

აღნიშნული განცხადება ხმალაძემ თბილისის მერის, გიგი უგულავას და რამდენიმე დეპუტატის მხრიდან დაკითხვაზე არ გამოცხადების ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.

როგორც „მედიანიუსს“ ხმალაძემ განუმარტა, თუ პირი, რა თანადებობისაც უნდა იყოს, კანონს არღვევს და ვითარებას ამწვავებს, მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება საერთაშორისო საზოგადოებამაც სწორად უნდა გაიგოს.

„მთავარია, ხელისუფლებამ შეძლოს ამის სწორად ახსნა. ადრე პარლამენტარის თანხმობის გარეშე მისი დაკითხვა ვერ მოხდება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი ვერ დაიწყებოდა თუ პარლამენტი თანხმობას არ განაცხადებდა, ახლა ეს ნორმები აღარ არსებობს და ნებისმიერი პირი, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს მას, ვალდებულია გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს,“– განმარტა ვახტანგ ხმალაძემ

მისივე თქმით, რაც შეეხება, მოქალაქეების გარკვეული ნაწილის პრეტენზიებს, დაკითხვის პორცედურებთან დაკავშირებით შერჩევით სამართლის შესახებ, არასწორია, რადგან ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს გამონაკლისების დაშვების პრაქტიკა.

ხმალაძის განმარტებით, ზოგჯერ გამონაკლისი პატივისცემისა და მოწიწების მიზნით დაიშვება, ზოგჯერ დაკავებული თანდებობიდან და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე,

„შესაბამისად, ის, რომ რიგით მოქალაქეებს დაკითხვაზე გამოცხადების სხვა მოთხოვნები და ვალდებულებები აქვთ, ეს შერჩევით სამართალს სულაც არ ნიშნავს. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, მაშინ დეპუტატიც კი არ ვიყავი. ქუჩაში ხულიგნობის ფაქტს შევესწარი და პოლიციამ მოწმის სახით პოლიციაში კი არ დამკითხა, სამმსახურში, ერთ–ერთ საჯარო დაწესებულებაში მესტუმრა. სამართალდამცავ ორგანოებს შერჩევით სამართალში ვერ დაადანაშაულებ იმის გამო, რომ ზოგს თვითონ აკითხავენ დასაკითხად, რიგით მოქალაქეების მიმართ კი სხვა ნორმები მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა გამომძიებლებმა მერიაში დაკითხეს.

ცნობისთვის: დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები: გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი. შსს–მ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა.

მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მხოლოდ კობა ხაბაზი გამოცხადდა, გიგი უგულავამ კი სამართალდამცველებს კითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისის მერიაში დაიბარა. ხოლო დეპუტატებმა მათი დაკითხვა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოითხოვეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია