[pirveli.com.ge]
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში დებატები საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს კობა დავითაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს სერგო რატიანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინციდენტი ჟურნალისტ თეა სიჭინავას გადაცემაში მოხდა.
სტუდიაში დიალოგი ჯერ ხმამაღალმა საუბარმა და ურთიერთშეურაცხყოფელმა განცხადებებმა შეცვალა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. დავითაშვილმა რატიანს "ნაძირალა, მკვლელი და არაკაცი" უწოდა, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სტუდიაში ჭიქა დაამსხვრია.
დეპუტატები ფაქტის შემსწრეებმა და ტექნიკურმა პერსონალმა გააშველეს.