[pirveli.com.ge]
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავას ქმედება არცერთ ევროპულ სტანდარტს არ შეეფერება.
"ის ამბობს, რომ "ვიცი, რომ კანონს ვარღვევ, მაგრამ არ მოვალ". მე არ ვიცი, რომელი ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში წერია მსგავსი რამ. სპეკულაციების დრო მალე უნდა დავამთავროთ და კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ეს ეხება პარლამენტარსაც, თბილისი მერსაც, საქართველოს სხვა ნებისმიერ მოქალაქესაც. ყველა გაგებით უნდა მოეკიდეს, იმას, რომ წარსულაში ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხი ექნებათ გასაცემი", - განაცხადა უსუფაშვილმა.