მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყოფილი პატიმარი ვლადიმერ ბედუკაძეს პატიმრების კავებიანი რკინის მილით გაუპატიურებაში ადანაშაულებს - 14 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ერთ–ერთი ყოფილი პატიმარი ვლადიმერ ბედუკაძეს პატიმრების კავებიანი რკინის მილით გაუპატიურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გამოძიების სასურველ ჩვენებებს ბედუკაძე ციხის სხვა თანამშროლებთან ერთად, პატიმრებს სწორედ ამ კავებიანი მილის წყალობით აწერინებდა.

კადრში სახედაფარული ყოფილი პატიმარი „რუსთავი 2“–თან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული წამების მეთოდი ბედუკაძის მოფიქრებული იყო.

მისი თქმით, რკინის მილში ჩარჭობილი კავებიანი მილი პატიმრის უკანალში შეჰყავდათ, მერე მილს იღებდნენ და კავები შიგნით რჩებოდა.

„ამის შემდეგომ წინ ფურცელს და კალამს უდებდნენ და თუ პატიმარი კვლავ უარს იტყოდა ჩვენების დაწერაზე, კავებს სათითაოდ აძრობდნენ და ნაწლავების ნაფლეთებიც თან გამოჰქონდათ. ამ გზით ძალიან ბევრ პატიმარს დააწერინეს ჩვენება“,–განუცხადა „რუსთავი - 2“- ს ვინმე ლევანის სახელით გაცნობილმა პირმა.

ტელეკომპანიის ცნობით, მათ სასჯელაღსულების სამინისტროში გაადამოწმეს, ეს ადამიანი ნამდვილად იჯდა თუ არა ციხეში და აღმოჩნდა, რომ მან გლდანის საპყრობლე 2012 წლის სექტემბერში დატოვა.

პატიმრის ცნობით, პირადად მას ბედუკაძე მოკვლით დაემუქრა, რადგან საკანში არსებული პირობები გააპროტესტა.

„მითხრა, რომ ციხის საწოლის მეორე სართულიდან გადმოვვარდებოდი და ისე მოვკვდებოდი. როდესაც ვუთხარი, მე პირველ სართულზე ვწევარ და გადმოვარდნით ვერ დავიღუპებოდი, განმიცხადა, რომ 38 პატიმარი დაადასტურებდა, რომ ჩემი სიკვდილი მეორე სართულიდან გადმოვარდნით იქნებოდა გამოწვეული“,– განუცხადა „რუსთავი2“–ს უცნობმა პატიმარმა.

მეორე პატიმარი კი ბედუკაძეს საკუთარ კაბინეტში მის გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

მისი მტკიცებით, მან ამის შესახებ პროკურატურას მიმართა, მაგრამ პროკურატურა მისი ჩვენებით არ დაინტერესდა და გამოძიებაზე უარი განუცხადა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია