მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დავით კირკიტძე დაკითხეს - 14 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის განცხადებით, დღეს დაკითხვაზე გამომძიებელმა დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურიდან გამოსული კირკიტაძის თქმით, დღევანდელ დაკითხვაზე ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ახალ ხელისუფლებას მოქალაქეების დასაქმების პრობლემა საერთოდ არ აინტერესებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა უკვე მოაგვარეს .

„მათ უკვე წარმატებით დაასაქმეს თავისი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები . მათ ჰგონიათ რომ დასაქმების პრობლემა გადაწყვეტილი აქვთ“,–განაცხადა დაკითხვის შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

მისივე ცნობით, დაკითხვაზე კონკრეტულად მას კითხეს, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ სოციალური აგენტები, რა ფორმით ადგენდნენ სიას და რა მიზნით დგებოდა ეს სიები.

„გამოძიებას შეუძლია, ბრალდებაში ათასი სისულელე ჩაწეროს, მაგრამ ფაქტია - ათასობით ადამიანი დადიოდა, ადგენდა სიებს და ცდილობდა, რომ სამუშაოს მაძიებლებს სამსახური ჰქონოდათ~, _ აღნიშნა გუბერნატორმა..

კირკიტაძის განცხადებით, თუ შეკითხვები კიდევ ექნება გამოძიებას, მზად არის, ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას. `მე ისევე როგორც საქართველოს წინა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვიყავი მოტივირებული და ვაკეთებდი იმ ყველაფერს, რომ მოსახლეობა დასაქმებულიყო. პირველ ეტაპზე შექმნილიყო ბაზა, მომხდარიყო ამ ბაზაში გაერთიანებული ადამიანების გადამზადება და მომავალში მათთვის შეგვექმნა სამუშაო ადგილები", - განაცხადა კირკიტაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია