მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია - პაატა ზაქარეიშვილი - 14 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობიდან ლუკა კურტანიძის გადაყენებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

როგორც ზაქარეიშვილმა "მაესტროს" გადაცემა `პოლიტმეტრში~ სტუმრობისას განაცხადა, კურტანიძის მიერ `ასავალ-დასავალისათვის~ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები, სადაც იგი ნაცმოძრაობის წევრებს ვირთხებს და ნაძირლებს ეძახის, სიძულვილის ენას ნამდვილად შეიცავს. ზაქარეიშვილის თქმით, კურტანიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს და ასეთი ლექსიკით არ უნდა საუბრობდეს.

თუმცა მინისტრის თქმით, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კურტანიძის სიძულვილის ენაზე ლაპარაკობენ, უნდა გაიხსენონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რასისტული განცხადებები ზანგებზე და მონღოლოიდებზე, რომლებიც სააკაშვილმა ველურებს და ვანდალებს შეადარა. ასევე უნდა გაიხსენონ, თუ როგორ მოიწონა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ფაშისტური ხუმრობა ებრაელებზე, ასევე უნდა გაიხსენონ, ვინ დაამკვიდრა სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში, ვინ გამოიყენა პირველად სიტყვები: ~ჩარეცხილები~, `გაფარჩაკებულები~, `კარგ ჩიტს დაიჭერენ~ და სხვა.

ზაქარეიშვილის თქმით, მოთხოვნა კურტანიძის გადაყენების შესახებ ლეგიტიმურია, ისევე როგორც ლეგიტიმური იყო სააკაშვილისა და ვარძელაშვილის გადაყენების მოთხოვნა თავის დროზე, თუმცა ამ უკანასკნელებმა ეს არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ `ასავალ-დასავალისათვის~ მიცემული ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებების გამო ნაცმოძრაობამ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კურტანიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა და ამისათვის 3-დღიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს იწურება. თუ ღარიბაშვილი კურტანიძეს არ გაათავისუფლებს, ნაცმოძრაობა ჩათვლის, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მინისტრიც იზიარებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია