[მედიანიუსი]
სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულმა მოქალაქეებმა დღეს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მიერ პროკურატურაში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შესწავლა ნელი ტემპით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ,,ცენტრ პოინტში” შემავალი შპს-ების დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასაც ითხოვდნენ.