[მედიანიუსი]
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს ნაციონალური მოძრაობის მიერ "ქართული ოცნებისთვის" შეთავაზებული წინადადების მოტივაცია განმარტა.
როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობა თანახმაა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის და მინისტრთა ახალი კაბინეტის პარლამენტის ნებართვის გარეშე ფორმირების უფლებამოსილებას ზღუდავს.
"ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ცხადი და პრინციპში არ შეცვლილა. ჩვენი პოზიცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს რომელიღაც თანამდებობის პირების გარკვეული შიშები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა, დასტაბილურდეს სიტუაცია, დამთავრდეს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა ჩვენი პარტიის წევრებთან მიმართებაში. ქვეყანაში უნდა შეიქმნას სტაბილურობის განცდა იმიტომ, რომ ამას აქვს მნიშვნლეოვანი გავლენა ეკონომიკაზეც, რომელიც დღეს ჩვენთან მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ არის. ამის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული სტაბილურობის განცდის შექმნა", - განაცხადა ჯაფარიძემ.