მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნანა კაკაბაძემ პოლიტპატიმების სახელით პროკურატურაში განცხადება შეიტანა - 15 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ პოლიტმატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირების სახელით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა. განცხადებას ხელს 185 პოლიტპატიმარი აწერს.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე კონკრეტული დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

კაკაბაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაცემული ჰქონდა 9-კაციანი სია, რომლებსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მოსმენა და მისთვის შეკითხვების დასმა სურდათ, თუმცა არც პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძისგან და არც პრესმდივან ნათია ბანძელაძისგან პასუხი არ მიუღიათ.

"მშვიდობიან მომიტინგეებს თავს დაესხნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, შექმნეს დებოში, გინება, იწვევდნენ ისედაც გამწარებულ საზოგადოებას. იმის მაგივრად, რომ იქით მომხდარიყო ადამიანების დაკავება, მოხდა ისე, რომ ამითაც ყოფილმა ხელისუფლებამ ისარგებლა და ყოფილ პოლიტპატიმრებს დასწამა ცილი და ისინი კრიმინალებად მოიხსენია", – აღნიშნავს კაკაბაძე.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების პროვოცირება გიგი უგულავამ და ჩიორა თაქთაქიშვილმა მოახდინეს.

პროკურატურაში ნანა კაკაბაძის და ყოფილი პოლიტპატიმრების პროკურორთან შეხვედრაცაა დაგეგმილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია