მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო აუცილებლად გადარჩება _ ილია მეორე - 15 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ბევრს შურს საქართველოსი, მაგრამ სამშობლო და მისი სიყვარული არის ღვთის ჯილდო და ყველაზე დიდი სათნოება, _ ბრძანა დღეს მირქმის დღესასწულთან დაკავშირებით შესრულებული წირვის დასრუელბის შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათილიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მირქმა უდიდესი დღესასწაულია, რომლის დროსაც ერთმანეთს ხვდებიან ძველი და ახალი აღთქმა. ამ დღეს ძველი აღთქმა თავის მისიას ასრულებს და ახალი იწყება.

"ეს არის დღე, როდესაც მართალი სვიმეონი სული წმინდით მივიდა ტაძარში და იქ დახვდა იესო. ამის შემდეგ ის უკვე სიხარულით აღესრულა. ეს არის სანატრელი ყოველი ადამიანისთვის, რომ უფალმა იგი მშვიდობით წაიყვანოს. ამისთვის საჭიროა რწმენა, სიყვარული, კეთილი საქმეები და სულიერი მოღვაწეობა", - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ საქართველოს უამრავი განსაცდელი ხვდება, თუმცა ღვთის მადლით მისი მომავალი მშვიდობიანია. საჭიროა მოთმინება და სულგრძელობა. არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ადამიანი ქართველია, მას საქართველო უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვას. ,,ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო. ქართველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავდა და წირავს სამშობლოს კეთილდღეობისთვის, საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულ პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და ავღანელთა კავშირი და მისი თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური დალოცა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია