მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
“ენვერის” საქმის მონაწილეები საიდუმლო გრიფის მოხსნას მოითხოვენ - 17 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

სპეცოპერაცია “ენვერის” საფუძველზე ბრალდებული პირები საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას და საზოგადოებრივ რეაბილიტაციას მოითხოვენ და ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს მიმართავენ. მათ დღეს “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს და საქმეზე საიდუმლო გრიფის დაუყოვნებლივ მოხსნა მოითხოვეს.

როგორც ცნობილია, “ენვერის” შედეგად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები ცოტა ხნის წინ პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლდნენ. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და მათი დაპატიმრების გამო პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ.

ოპერაცია `ენვერი~ 2010 წელს ჩატარდა. 15 დაკავებულიდან 2 საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო 13-ს პატიმრობა მიესაჯა. ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები, რომელთაც წინა ხელისუფლების პირობებში ჯაშუშობა და გრუ-სთან თანამშრომლობა ბრალდებოდათ, ამბობენ, რომ საქმეზე დადებული საიდუმლო გრიფის გამო, ისინი სრულად არც სასამართლო გადაწყვეტილებას და არც მათ წინააღმდეგ არსებულ სამხილებს იცნობენ.

“ენვერის” საფუძველზე ბრალდებული პირების ნაწილი რუსეთის, ხოლო ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია