მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პატრიარქმა საკუთარი თავის შეცნობაზე იქადაგა - 17 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას საკუთარი თავის შეცნობისა და სიმართლის სიყვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მან ბრძანა, ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია. დღეს კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ საკუთარი თავის შეცნობაა.

პატრიარქის თქმით, ადამიანი წავიდა კოსმოსში, შეისწავლა ბუნება, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ საკუთარი თავის შესაცნობად თითქმის ვერაფერი გააკეთა.

"ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ: "შეიცან თავი შენი". როცა ჩვენს თავს ვუყურებთ, თითქოს უფრო შორს მიდის ჩვენგან, იმის მაგივრად, რომ დრო გადის, წლები გვემატება და უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს და, მათ შორის, საკუთარ თავს. თუმცა ადამიანი უფრო სუსტდება და ნაკლებად ფიქრობს თავის შეცნობაზე", – ბრძანა უწმინდესმა.

როგორც მან აღნიშნა, ბიბლიაში ვკითხულობთ: "შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება". ამის თქმა იოლია, შესრულება კი – ძალიან მძიმე.

„ადამიანი ვერ გაიგებს, სად არის სიმართლე. შეიძლება გვერდით იყოს და ეძებდე შორს. მხოლოდ უფალს შეუძლია გახსნას ჩვენი გონება და შევიყვაროთ სიმართლე. უზენაესი სიმართლეა უფალი. უნდა შევიყვაროთ უფალი და მოყვასი და მოვიძულოთ ურჯულოება. ხშირია, როდესაც ურჯულოებას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ კარგს ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს გონება და ვთხოვოთ უფალს, რომ ფიზიკური გონების გარდა მოგვცეს დიდი სულიერი გონება. ეს თუ გვექნება, აღარ ჩავიდენთ იმ შეცდომებს, რასაც ვაკეთებდით", – ბრძანმა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ჯარისკაცები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დალოცა. მან ისურვა, რომ საქართველოს არც ჯარის და არც პოლიციის გამოყენება დასჭირდეს. მან დღესვე დალოცა გვარები: თავაძეები, ქსოვრელები, დავითაძეები, თაფლაძეები, კოპალეიშვილები, გელენავები, შიოშვილები და ჩხიტუნიძეები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია