[pirveli.com.ge]
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ძირითად კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
ამის შესახებ ბაქრაძემ მასსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას აღნიშნა.
"მოლაპარაკების პროცესი გრძელდება, საკითხების დიდ ნაწილთან დაკავშირებით, პრინციპულად შევთანხმდით. რაც შეხება დარჩენილ საკითხებს, საპარალამენტო უმცირესობის მხრიდან იქნება კონსტრუქციული პოზიცია იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება იყოს ისეთი, რაც ქართულ საზოგადოებას და ქვეყანას გამოადგება", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებები პრეზიდენტსა და დავით უსუფაშვილს შორის დაიწყო. საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უსუფაშვილი და ბაქრაძე პარტიების სხვა წევრებთან ერთად მსჯელობენ.