მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყოფილ 68–ე სკოლაში უკანონოდ შეჭრილი სოციალურად დაუცველები შენობის დატოვებას არ აპირებენ - 18 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

თბილისში ყოფილ 68–ე სკოლაში შეჭრილი სოციალურად დაუცველები , ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიუხედავად , რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელ ფართებში უკანონოდ შეჭრილ პირებს სოციალური დახმარება შეუწყდებათ, შენობის დატოვებას არ აპირებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება შენობაში შეჭრილებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა გია კაკაჩიამ გააცნო და განუმარტა, რომ იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას იღებენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ, სოციალურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ ფართებში უკანონოდ შეჭრილი პირებისთვის სოციალური დახარების შეწყვეტასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მაოდგილემ დავით ლომიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ოჯახები კი ,რომლებიც დატოვებენ დაკავებულ ფართებს, გააგრძელებენ სოციალური დახმარების მიღებას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია