მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კასპის პოლიციის შენობასთან ხელყუმბარის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს - 18 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს შენობის წინ, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ფასადი, ასევე – შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა. პიროვნება, რომელმაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა კასპის პოლიციის შენობასთან ისროლა – დაკავებულია, - აცნობეს "მედიანიუსს" შს სამინისტროდან.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 1–დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია