მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი არველაძე ახალ ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს - 18 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი და ახლახან დაფუძნებული საინფორმაციო პორტალის, “პოლიტიკოს” მთავარი რედაქტორი გიორგი არველაძე ახალ ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც არველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში კითხვებს ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით უსვამდნენ.

“მეკითხებოდნენ ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, თუ ვინ იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე ჩემს კავშირებზე არაბ ინვესტორებთან, როგორ მოხდა “იმედის” პატარკაციშვილებისთვის გადაცემა და ასე შემდეგ. მე დავინტერესდი, თუ რაზე იყო საქმე აღძრული, რის საფუძველზე მიმდინარეობდა ჩემი დაკითხვა, თუმცა მათ პასუხი ვერ გამცეს და მითხრეს, რომ დაკითხვაზე კიდევ არაერთხელ მიხილავდნენ”, - განაცხადა არველაძემ

“იმედის” ყოფილი შეფი დაკითხვაზე დაბარებას მის ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირებს. არველაძის მტკიცებით, პორტალმა “პოლიტიკო” ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბევრი ახალი გარემოებაა გამოვლენილი.

“ჩემი დაკითხვაზე დაბარება სწორედ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა. ეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა", - განაცხადა არველაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია