[მედიანიუსი]
საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით 100-ზე მეტი საჯარო მოხელე იქნა პასუხისგებაში მიცემული.
ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურაში სულ 18.500-ზე მეტი საჩივარი შევიდა.
როგორც „სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებაზე კბილაშვილმა აღნიშნა, გამოძიებას გახმაურებული საქმეების კუთხითაც აქვს წარმატებები.
"წინ ვართ წასული რობაქიძის საქმეზე, ასევე წინსვლაა გირგვლიანის საქმეზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეპიზოდი, რაც უკავშირდება ამ ადამიანის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ სტადიებს, სრულად იქნა გაყალბებული", - აღნიშნა მან
კბილაშვილის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ცნობით, საზოგადოებას ასევე ძალიან მალე მიაწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის მილიონიანი შემთხვევების შესახებ.
"ერთ-ერთი ფაქტი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. საქმე ეხება საქართველოს მასშტაბით 21 ათასი პარტიული აქტივისტისთვის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემას", - განაცხადა კბილაშვილმა.