მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საპატიმროებში 700 პატიმარი დაიღუპა და მათი უმრავლესობა მოკლულია –არჩილ კბილაშვილი - 18 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ცნობით, 2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი და მათი დიდი ნაწილი მოკლულია.

როგორც "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ღონისძიებაზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, წინასწარი ვარაუდით, საქმე ეხება სისტემურ სახელმწიფო დანაშაულს. პროკურატურამ 18 სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული 2 ათასი პატიმარი დაკითხა, რომლებმაც ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ჩვენებები მისცეს. ასევე მიმდინარეობს მოკვლევა საპყრობილეში პატიმართა გარდაცვალების რეალური მიზეზების დასადგენად.

„სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე საზოგადოება უახლოეს ხანში სიახლეს მოისმენს. ვგეგმავთ, რომ როცა ფაქტებს დავდებთ და, ეს სავარაუდოდ, მოხდება მარტის დასაწყისისთვის, მას მივცემთ ისეთ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ახალი სიტყვა უნდა იყოს ქართული სამართალწარმოების სისტემაში. კერძოდ, ეს არის სისტემური, სახელმწიფო დანაშაული, რომელიც აქამდე არ გამოგვივლენია. როცა პროკურატურის ოფისში მივედით, სამი ძირითადი პრიორიტეტი დავსახეთ – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინაშე ჩადენილი დანაშაული, საფინანსო სფეროში დანაშაული და გახმაურებული დანაშაული. ამ დროისთვის გვაქვს გარკვეული პროგრესი იმ დანაშაულების გამოძიების საქმეში, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფას შეეხება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში“ , - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია