მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბიზნესმენები პროექტებში ადგილობრივი კადრების დასაქმების საკითხს სვამენ - 19 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიზნესმენები სხვადასხვა პროექტში ადგილობრივი კადრების დასაქმებას ითხოვენ. მან ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენებს შორის თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბიზნესმენებმა კონკრეტული კითხვები დასვეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სხვადასხვა, მათ შორის დონორების მხარდაჭერილ პროექტებში ადგილობრივი კადრების დასაქმება. ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დაწესდება რეგულაციები და პროექტებში ადგილობრივი კადრების 70 პროცენტი დასაქმდება“, _ აღნიშნა დავით ნარმანიამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია