მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სპეციალისტები გრიპის ვირუსის თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ - 19 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე გრიპის ვირუსის თავიდან აცილების მიზნით კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას სიფრთხილისაკენ.

როგორც გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, მოსახლეობამ ვაქცინაცია გრიპის სეზონის დაწყებამდე ადრე უნდა ჩაიტაროს, რადგან ვაქცინა ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არც ახლაა დაგვიანებული, თუმცა ამ შემთხვევაში მოქალაქეს ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ მეორე დღეს გრიპი აღარ შეხვდება.

,,პანდემიის შემდეგ ჩვენ გვქონდა შემოტანილი 100 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გვაჩუქა, თუმცა მხოლოდ 20 ადამიანი აიცრა. დანარჩენი გაფუჭდა და გადავყარეთ“, _ განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ წელს საავადმყოფოებში მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით დაბალია და ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

პაატა იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ხშირად დაიბანონ ხელები, რადგან გრიპი წვეთოვანი ინფექციაა და ძირითადად დაცემინების და დახველების გზით გადადის ხელზე, მაგიდაზე ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

,,იმის გამო, რომ ბევრმა ადვილად გადაიტანა, ნუ გაუთამამდებით. არ მიიყვანოთ იქამდე, რომ გაგირთულდეთ“, _ აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

მისივე თქმით, გრიპის სეზონი კიდევ ორ კვირას გასტანს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია