მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზაზა გაბუნია გიგი უგულავას კლანურ მმართველობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს - 19 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერს გიგი უგულავას მიმართა და მოუწოდა უარი თქვას კლანური მართვის პრაქტიკაზე და ახალი გამგებლები საკრებულოსთან შეთანხმებით დანიშნოს.

ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, პირველი მარტიდან თბილისის ხუთ ახალ რაიონულ გამგეობას ახალი გამგებლები უხელმძღვანელებენ. თბილისის მერიამ კი ახალი გამგებლების კანდიდატურები საზოგადოებასთან და საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე შეარჩია, რაც ზაზა გაბუნიას თქმით, გიგი უგულავას მიერ საკრებულოს უპატივცემულობის და არადემოკრატიული მმართველობის პრაქტიკის გაგრძელებას ნიშნავს.

“მე საკრებულოს ოპოზიციური ფლანგის და საზოგადოების სახელით მოვუწოდებ გიგი უგულავას, მის მიერ შერჩეული კანდიდატურები საკრებულოს, როგორც თბილისელების მიერ არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინოს და მათი დამტკიცება სწორედ საკრებულოსთან შეთანხმებით მოხდეს”, _ აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გიგი უგულავას ნაბიჯი შეფასდება როგორც კლანური მმართველობის პრაქტიკის გაგრძელება და მას როგორც დემოკრატიის მოთხოვნების უგულვებელმყოფს, არ ექნება არავითარი მორალური უფლება დემოკრატიული სტანდარტების გადმოსახედიდან ესაუბროს საზოგადოებას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია